ნიკ სპანოსი ილონ მასკს მაინინგთან დაკავშირებული განცხადების გამო აკრიტიკებს

0
1118

კრიპტოვალუტის ერთ-ერთი პირველი ბირჟის დამფუძნებელმა ილონ მასკი გააკრიტიკა და მას ფარისეველი უწოდა იმის გამო, რომ “ტესლას” ბალანსზე 1.5 მილიარდი დოლარი რჩება, მასკი კი “ტვიტერზე” ბიტკოინის მხრიდან ელექტროენერგიის ჭარბ მოხმარებასა და მის გარემოზე ზემოქმედებას აკრიტიკებს.

ილონ მასკმა ბიტკოინის ენერგომოხმარება “ტვიტერის” პოსტში გააკრიტიკა. მან განაცხადა, რომ “ტესლამ” შეაჩერა ავტომობილების შესყიდვები ბიტკოინის გამოყენებით. ილონ მასკის აზრი 180 გრადუსით შეიცვალა მას შემდეგ, რაც კომპანია 6 კვირის განამავლობაში ბიტკოინით გადასახადების გადახდას და პროდუქციის ღირებულებების ანგარიშსწორებას ახორციელებდა.

NYC–ს ბიტკოინის ცენტრის თანადამფუძნებლის, ნიკ სპანოსის აზრით, “ტესლა” ჯერ კიდევ იმიტომ ინახავს ანგარიშზე 1 მილიარდიან აქტივს, რომ მისგან მოგების მიღება კვლავ სურს.

ნიკ სპანოსის მიერ წამოჭრილი მოსაზრება იყო, რომ თუ ილონ მასკი ნამდვილად შეშფოთებული იყო გარემოთი, ის ეკოლოგიურად სუფთა მანქანების სანაცვლოდ “ბინძური” მონეტებით ვაჭრობას არ დაუშვებდა.

ნიკ სპანოსმა ამერიკის ფასიანი ქაღალდების კომისიას ასევე მიუთითა, რომ ყურადღება გაემახვილებინა ილონ მასკის მიერ “ტესლას” აქციის ფასებით მანიპულირებაზე, რაც მან “ტვიტერის” საშუალებით მოახერხა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი