მედია: საკრედიტო ბარათების საფასურის მომატებამ შესაძლოა, კრიპტოვალუტის მიმართ ინტერესი გაზარდოს

0
1111

Visa და Mastercard-ი აპრილში გეგმავენ ზოგიერთი ტიპის საკრედიტო ბარათის შესყიდვების გადასახადის გაზრდას.

ამის შესახებ ინფორმაციას Wall Street Journal-ი ავრცელებს.

საკრედიტო ბარათის საფასურის ზრდასთან ერთად, სავაჭრო ობიექტებისთვის სხვა ვარიანტები უფრო მიმზიდველი გახდება. ეს მოიცავს კრიპტოვალუტასაც. ციფრული ვალუტებს ასევე აქვთ ტრანზაქციის საკომისიოები, მაგრამ ზოგი მათგანი შეიძლება უფრო იაფი ალტერნატივა იყოს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ბარათის საფასური იზრდება.

კერძოდ, ბიტკოინს უამრავი კრიტიკა აქვს მიღებული ტრაზაქციის საფასურის გამო. ამასთანავე, ბევრი სრულად უგულებელყოფს იმ ხარჯებს, რასაც სავაჭრო ობიექტები ატარებენ სადებეტო ან საკრედიტო ბარათების გადახდის მიღებით.

ასევე არსებობს ისეთი გადაწყვეტილებები, როგორიცაა ბიტკოინის ელვისებური ქსელი, რაც აუმჯობესებს ტრანზაქციის საფასურსა და სიჩქარეს.

შეგახსენებთ, რომ ბაჰამის კუნძულების ცენტრალურმა ბანკმა Mastercard-თან პარტნიორობა დაიწყო. აღნიშნული თანამშრომლობის მიზანი ადგილობრივი ციფრული გადახდის სტარტაპ Island Pay-ს მხარდაჭერაა, რათა მან დაიწყოს ცენტრალური ბანკის Sand Dollar-ისთვის ციფრული ბარათების წარმოება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი