სამხრეთ კორეის მარეგულირებელი ბირჟებისგან დარეგისტრირებას მოითხოვს

0
885

Upbit-ი სამხრეთ კორეის ერთ-ერთი უმსხვილეს კრიპტოვალუტის ბირჟას წარმოადგენს. Upbit-ი Bithumb-თან, Coinone-თან და Korbit–თან ერთად მოიხსენიება, როგორც „დიდი ოთხეული“.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Upbit–მა ბიზნეს ანგარიში კორეის ფინანსური დაზვერვის განყოფილებასთან წარადგინა.

ფინანსური დაზვერვის განყოფილება სამხრეთ კორეის მთავარი ფინანსური მარეგულირებლის, ფინანსური მომსახურების კომისიის მეთვალყურეობის ქვეშ არის.

მარეგულირებლის ვიცე-თავმჯდომარემ, დოჰ გიუ-სანგმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება მზად იქნება უახლოეს მომავალში მიიღოს მეტი ანგარიში სამხრეთ კორეის ყველაზე პოპულარული ბირჟებიდან. ოფიციალურმა პირმა ასევე თქვა, რომ მარეგულირებელი ელოდება კრიპტოვალუტის კიდევ ერთ ან ორ ბირჟაზე ანგარიშების შევსებას.

სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ მოითხოვა ყველა ადგილობრივი კრიპტო სავაჭრო პლატფორმის ოფიციალურად დარეგისტირება.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ რამდენიმე მცირე მოცულობის კრიპტოვალუტის ბირჟამ, ისეთმა როგორიცაა Bitsonic-ი და CPDAX-ი, ოპერაციების დროიებით შეჩერების შესახებ განცხადება გაავრცელა.

როგორც მარეგულირებელ ორგანოში აცხადებენ, მათი მოთხოვნა მიმართულია თაღლითური საქმიანობის შემცირებისკენ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი