Unmarshal-ი Blockchain პროექტისთვის დაფინანსების რაუნდს აცხადებს

0
1210

Unmarshal-ის ახალი პროექტის ფარგლებში, ცოტა ხნის წინ, დაფინანსების რაუნდი გამოცხადდა.

ახალი პროექტი ითვალისწინებს Blockchain მონაცემთა ინდექსების გადაწყვეტილებების საფუძველზე პლატფორმის შექმნას, რომლისთვისაც გამოცხადდა 2.6 მილიარდ დოლარიანი დაფინანსების რაუნდი.

ფონდები, რომლებიც Unmarshal-ის რაუნდში მონაწილეობენ მოიცავს Woodstock-ს, Black Edge Capital-ს, Genesis Block Ventures-ს, NGC Ventures-ს, AU21, Spark Ventures-ს, BitMax-ს და ა.შ.

რაუნდს ასევე შეუერთდნენ ინდივიდუალური ინვესტორები, როგორიცაა რავინდრა კუმარი და ფილიპ არტურ მური, ანიკეტ ჯინდალი და სხვები.

Unmarshal-ი აშენებს მონაცემთა მრავალრიცხოვანი ინდექსირების ქსელს, რაც ხელს შეუწყობს სტრუქტურირებული Blockchain მონაცემების ინდუსტრიის მონაწილეებისთვის შეთავაზებას.

ქსელი მხარს უჭერს ეთერიუმზე, Binance Smart Chain-ზე, Elrond-ზე, Polkadot-სა და Substrate-ზე დაფუძნებულ ქსელებს.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთის Blockchain ქსელმა, Nervos-მა თებერვალში განაცხადა ახალი ფონდის შესახებ, რომლის კაპიტალი 5 მილიოინი დოლარია. ფონდი ორიენტირებული იქნება დეცენტრალიზებული ფინანსების განვითარებადი პროექტების და მიმართულებების მხარდაჭერაზე.

Nervos–ის განცხადების თანახმად, ფონდი მხარს დაუჭერს და გასცემს ფულად გრანტებს fintech და Blockchain მეწარმეებისთვის.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი