UNICEF-ი სირიელი ბავშვებისათვის ეთერიუმის მაინინგით შემოწირულობებს მიიღებს

0
1256

UNICEF-მა სირიელი ბავშვებისათვის ახალი საქველმოქმედო კამპანია დაიწყო. საქველმოქმედო კამპანია კომპიუტერული თამაშების მოყვარულებისკენაა მიმართული. ფონდის აქცია მოთამაშეების მიერ ეთერიუმის მოპოვებას გულისხმობს. მაინინგის შედეგად დაგროვებულ ციფრულ ვალუტას “გეიმერები” UNICEF-ის ფონდში გადარიცხავენ.

ორთვიანი საქველმოქმედო კამპანია არის ერთგვარი თამაში, რომელიც მიზნად ისახავს მოთამაშეებს, რომლებიც იყენებენ მაღალი დონის ციფრულ ბარათებს შეძლონ კრიპტოვალუტის მოპოვება.

“დღეს, ჰუმანიტარული კამპანიები ხშირად ერთი და იმავე მეთოდებით იმართება, მაგრამ კრიპტოვალუტა თავისი რევოლუციური საშუალებებით არის შესაძლებლობა სხვა გზით გაიზარდოს ფონდის კაპიტალი. გსმენიათ ბიტკოინის შესახებ? ეთერიუმი არის იგივე, ოღონდ გაცილებით მარტივია მისი მაინინგი. გამომუშავებული ეთერიუმი თქვენი პერსონალური კომპიუტერიდან პირდაპირ UNICEF-ის ელექტრონულ საფულეში გადაირიცხება”. – აცხადებენ UNICEF-ში.

შემოწირულობები იმუშავებს შემდეგნაირად: როდესაც მოთამაშეები დღის გარკვეულ მონაკვეთზე აღარ გამოიყენებენ კომპიუტერს მათ შეუძლიათ UNICEF-ის ეთერიუმის მაინინგის პროგრამა ჩართონ, რომლიც უზრუნველყოფს მოთამაშის კომპიუტერის სიმძლავრით ეთერიუმის მოპოვებას. ხოლო, მოთამაშის პირად ინფორმაციაზე პროგრამას არანაირი წვდომა არ ექნება.

UNICEF-ის ვებ-საიტზე აღნიშნულია:

“მაინინგი იმ ადამიანებს აძლევს ქველმოქმედების საშუალებას, ვისაც არ ჰქონია და შეიძლება არც ჰქონდეს გარკვეული მსხვილი შემოწირულობის შესაძლებლობა”.

თამაში “ზარაფხანას” სტატისტიკა ამჟამად ასეთია: 360 მომხმარებლიდან 44 ადამიანი ეთერიუმის მაინიგითაა დაკავებული. ეთერიუმის მაინინგის შედეგად 900 ევრო უკვე გადაირიცხა სირელი ბავშვების დახმარების ფონდში.

ვებ-გვერდის პროექტის მიხედვით, სირიასა და საზღვარგარეთის ქვეყნებში 8,3 მილიონი ბავშვი სასწრაფო დახმარებას საჭიროებს. UNICEF-ი შემოწირულ ეთერიუმს გამოიყენებს, რათა ამ ბავშვებისათვის ხელმისაწვდომი იყოს წყალი, ჯანდაცვა და განათლება.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გაეროს ბავშვთა ფონდმა კრიპტოვალუტა და ჰუმანიტარული საქმიანობა ერთმანეთს შეუთავსა.

2017 წლის იანვარში გაეროს ბავშვთა ფონდმა ლონდონის Blockchain კვირეულზე “დონერკოინი” წარადგინა. Blockchain-ზე დაფუძნებული პროგრამა მიზნად ისახავს ქველმოქმედებას ციფრული შემოწირულობებით. იმავე წლის აგვისტოს თვეში, UNICEF-მა ასევე, “ჭკვიანი კონტრაქტების” გამოყენებაც დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ “Pineapple ფონდი”, რომელიც ანონიმი ქველმოქმედის მიერ არის დაარსებული ბიტკოინში მსხვილ შემოწირულობებს იღებს. ფონდის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბიტკოინით შემოწირულობა 86 მილიონ დოლარს შეადგენს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი