ტაილანდი კრიპტოვალუტისა და ICO-ს რეგულაციის საკითხებზე ფოკუს ჯგუფს ქმნის

    ტაილანდის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიამ კრიპტოვალუტის რეგულაციასთან დაკავშირებით ფოკუს ჯგუფი შექმნა. გაიმართა სხდომა, სადაც ყურადღება გამახვილდა კომისიის მიდგომებზე კრიპტოვალუტასა და ICO-სთან დაკავშირებულ საქმიანობაზე. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო გამოშვება Siam Blockchain-ი ავრცელებს. შექმნილ ფოკუს ჯგუფში განმარტავენ, რომ ICO და კრიპტოვალუტა ნებადართლი უნდა იყოს ტაილანდის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიის მიერ, რადგან თავიდან იქნეს აცილებული…

    Read More

      რუსეთი და ირანი გადარიცხვებისთვის კრიპტოვალუტის გამოყენებას აპირებენ

      ირანმა და რუსეთმა დასავლეთის სანქციების თავიდან აცილების მიზნით კრიპტოვალუტის გამოყენება დაიწყეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული საინფორმაციო პორტალი RBC-ი ავრცელებს. ეკონომიკური ურთიერთობების ირანის საპარლამენტო კომისიის ხელმძღვანელმა მოჰამედ რეზა ფოურებრაჰიმმა კრიპტოვალუტის გამოყენება გადაწყვიტა ამერიკული ტრანზაქციების თავიდან აცილების მიზნით. რუსეთის ფედერაციის საბჭოს ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარესთან დიმიტრი მეზენცეევთან შეხვედრისას ფოურებრაჰიმმა განაცხადა, რომ მათ ამ საქმეში ირანის ცენტრალური ბანკი…

      Read More

        ბრიტანული სავაჭრო პლატფორმა LMAX-ი კრიპტოვალუტის ბაზარზე შედის

        ბრიტანული სავაჭრო პლატფორმა LMAX-მა განაცხადა, რომ კრიპტოვალუტის ბაზარზე შედის და სავაჭრო ბირჟას აფუძნებს. ამის შესახებ Financial Times-ი წერს. აღსაიშნავია, რომ ამჟამად, LMAX-ი ტრადიციულ ფულად ვაჭრობას ახორციელებს. “კრიპტოვალუტის ბაზრის ლეგიტიმაციას განვახორციელებთ ინსტიტუტებისთვის პლატფორმების შეთავაზებით, რომელთა შეძენას, ვაჭრობასა და მართვას კრიპტო ვალდებულებებს უსაფრთხოების მაღალი ხარისხი ექნება”, – აღნიშნულია ბირჟის აღმასრულებელი დირექტორის დევიდ მერცერის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მიუხედავად…

        Read More

          კრიპტოვალუტის რეგულაციის საკითხზე საქართველო გერმანიას მასპინძლობს

          საქართველოს ეროვნულ ბანკს კრიპტოვალუტების რეგულირების შესწავლის ფარგლებში, გერმანიის ფინანსური სექტორის ზედამხედველობის წარმომადგენელი ჯენს მუენზერი ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. შეხვედრის მიზანი კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული მარეგულირებელი ღონისძიებების შედეგად მიღებული გამოცდილების გაზიარება იყო. შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების, კერძო სექტორის, კომერციული ბანკების, საბროკერო, აუდიტორული და იურიდიული კომპანიების წარმომადგენლები. აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ…

          Read More

            სტივ ვოზნიაკი: ეთერიუმი შესაძლოა, ისეთივე მნიშვნელოვანი გახდეს, როგორიც არის Apple-ი

            ვენაში გამართულ We Are Developers-ის ტექნიკურ კონფერენციაზე სტივ ვოიზანიკმა Apple-ი ეთერიუმის პლატფორმას შეადარა. ამის შესახებ Forbes-ი წერს. კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, ვოზნიაკი ეთერიუმზე განსაკუთრებული ენთუზიაზმით საუბრობდა. მისი თქმით, გრძელვადიან პერსპექტივაში ეთერიუმი შესაძლოა, ისეთივე მნიშვნელოვანი და გავლენიანი გახდეს, როგორიც არის Apple-ი. “მე ეთერიუმმა დამაინტერესა, რადგან მას შეუძლია გააკეთოს რაღაც და კიდევ იმიტომ დავინტერესდი, რომ ეს არის პლატფორმა.”,…

            Read More