ამერიკელი კანონმდებელი: საჭიროა მარეგულირებელი სისტემის შემოღება
კოლორადოს წარმომადგენელმა სენატორმა ჯონ ჰიკენლუპერმა საჯარო წერილი გაუგზავნა ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის თავმჯდომარე გარი გენსლერს და კრიპტო ბაზრისათვის მკაფიო წესების შემუშავებისკენ მოუწოდა. უფრო კონკრეტულად ჰიკენლუპერმა წერილში SEC-ს მოუწოდა, მიეღო ზომები მარეგულირებელ საკითხებზე, რომელთა შორისაცაა კრიპტოვალუტების იდენტიფიცირება, რომლებიც ჩაითვლება ფასიან ქაღალდებად, დააწესოს სავაჭრო პლატფორმების რეგისტრაციის სახელმძღვანელო მითითებები. ამასთანავე, უნდა დადგინდეს, თუ რა ინფორმაციის გამჟღავნებაა საჭირო…