Market

    პარაგვაის კონგრესმა კრიპტოვალუტის შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა

    კრიპტოვალუტის რეგულირების ახალი კანონპროექტი პარაგვაის კონგრესმა დაამტკიცა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ცენტრალურმა ბანკმა და საბიუჯეტო კომისიამ პროექტი უარყო. პარაგვაი განიხილავს კრიპტოვალუტის მიღებას ელექტროენერგიის დაბალი ფასის გამო. მთავრობამ აღიარა ეს შესაძლებლობა ციფრული ვალუტების შესახებ ახალი კანონმდებლობის წინ წამოწევით. 25 მაისს, კანონპროექტი, რომელიც არეგულირებს კრიპტოვალუტით ვაჭრობასა და მაინინგს პარაგვაის კონგრესმა 40 ხმით 12-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. კანონპროექტის რატიფიცირება…

    Read More

      ავსტრალიის მომხმარებელთა ადვოკატირების ჯგუფმა კრიპტო რეგულაციის გეგმა წარადგინა

      ორგანიზაცია – ავსტრალიის მომხმარებელთა ადვოკატირების ჯგუფმა (CHOICE) კრიპტოვალუტის რეგულაციის გეგმა ქვეყნის ხაზინაში წარადგინა. გეგმის თანახმად, CHOICE-ი მოუწოდებს ახალ ფედერალურ მთავრობას, პრიორიტეტი მიანიჭოს კრიპტოვალუტის საკითხს ფინანსური მომსახურების რეფორმებში. მომხმარებელთა ადვოკატირების ჯგუფმა ფედერალურ მთავრობას მოუწოდა უზრუნველყოს კრიპტო ინვესტორების უკეთესი დაცვა ქვეყანაში მოქმედი კრიპტოვალუტის ბირჟებისთვის შემოთავაზებული მარეგულირებელი გეგმის წარდგენისას. მარეგულირებელი გეგმა წარმოდგენილი იქნა ფედერალური ხაზინის საკონსულტაციო დოკუმენტის პასუხად….

      Read More

        ინდოეთის სარეზერვო ბანკი სტაბილკოინის პროექტზე მუშაობას აგრძელებს

        2022-23 წლებში ინდოეთის სარეზერვო ბანკი (RBI) სტაბილკოინის პროექტზე მუშაობას განაგრძობს. თებერვალში, 2022 წლის ბიუჯეტის განხილვისას, ინდოეთის ფინანსთა მინისტრმა, ნირმალა სითჰარამანმა, ციფრული რუპიის გაშვების შესახებ ისაუბრა. საკითხი ციფრული ეკონომიკის კონტექსტში განიხილებოდა. ინდოეთის ცენტრალური ბანკის მიერ პარასკევს გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში, RBI-მ CBDC-ის დანერგვის დადებითი და უარყოფითი მხარეების შესწავლაზე დაწერა. მოხსენებაში, RBI-მ ხაზი გაუსვა ინდოეთის CBDC-ის საჭიროებას, შეესაბამებოდეს…

        Read More

          ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა კრიპტო ჰაბს ქმნის

          ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში (CAR) ბიტკოინის ლეგალურ გადასახადად დამტკიცებიდან მალევე, ადგილობრივი მთავრობა გადადის ციფრული ვალუტის ინფრასტრუქტურის შექმნაზე. CAR-ის პრეზიდენტმა, ფაუსტინ-არჩანჯ ტუადერამ, Twitter-ზე ქვეყნის პირველი მთავარი კრიპტო ინიციატივის დაწყება დაანონსა. CAR-ის კრიპტო ჰაბს Sango ერქმება. აღსანიშნავია, რომ Sango პლატფორმა პოზიციონირებულია, როგორც ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის პირველი კრიპტო ინიციატივა. ოფიციალურ განცხადებაში ნახსენებია, რომ Sango-ს ინიცირებულია ეროვნული ასამბლეის მიერ და…

          Read More

            პორტუგალია კრიპტოვალუტისთვის გადასახადის დაწესების შესახებ მსჯელობს

            პორტუგალიის ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყანაში კრიპტოვალუტები მალე დაექვემდებარება კაპიტალის მოგების გადასახადს. პორტუგალია დიდი ხანია განიხილება, როგორც კრიპტოვალუტის “საგადასახადო თავშესაფარი”. ქვეყანაში კრიპტოვალუტებით ვაჭრობა გადასახადებისგან თავისუფალია 2018 წლიდან. გარდა ამისა, ციფრული ვალუტებით ვაჭრობა არ ითვლება საინვესტიციო შემოსავალად პორტუგალიაში. სწორედ ამან მიიპყრო კრიპტო სტარტაპების ყურადღებაც. ამჟამად კი, პორტუგალიის ფინანსთა მინისტრმა ფერნანდო მედინამ განაცხადა, რომ ქვეყანაში კრიპტოვალუტები მალე…

            Read More