ინდოეთის სარეზერვო ბანკი კრიპტოვალუტის მიმართ კვლავ კრიტიკულად არის განწყობილი
ინდოეთის სარეზერვო ბანკმა (RBI), ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ, თავის ფინანსური სტაბილურობის ანგარიშში, კრიპტოვალუტებისადმი თავის სკეპტიციზმს ისევ გაუსვა ხაზი და განაცხადა: “ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ჰორიზონტზე გაჩენილი რისკები. კრიპტოვალუტები აშკარა საფრთხეა. ყველაფერი, რაც ფასეულობას იძენს ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, მხოლოდ სპეკულაციაა, დახვეწილი სახელით”,- აღნიშნულია განცხადებაში. მოხსენებაში ნათქვამია, რომ დეცენტრალიზებული კრიპტოვალუტები გამიზნულია ფინანსური სისტემისა და მისი კონტროლის გვერდის ასავლელად,…