Robinhood-ი კრიპტოვალუტის საფულის ტესტირებას იწყებს

    Robinhood-ის კრიპტო საფულის ტესტირება იწყება.

    Robinhood-მა, ონლაინ საცალო საინვესტიციო პლატფორმამ, კრიპტო საფულე ბეტა ტესტირებისთვის გამოუშვა, რომელიც საბოლოოდ საშუალებას მისცემს მომხმარებლებს სხვა კრიპტო საფულეები გააუქმონ.

    პირველი 1000 მომხმარებელი, ვინც დარეგისტრირდა Wallets-ის მომლოდინეთა სიაში, ბეტა ტესტირებაში შეძლებს მონაწილეობის მიღებას.

    საფულეების მომხმარებლებს შეეძლებათ ამოიღონ 2999 დოლარამდე ღირებულების კრიპტოვალუტა მაქსიმუმ 10 დღის განმავლობაში შესრულებული ტრანზაქციებით.

    აღსანიშნავია, რომ Robinhood-ის კრიპტო მომხმარებლები საფულეების გამოშვებას 2021 წლის შუა პერიოდიდან ელოდნენ. პლატფორმას უამრავი ადამიანი იყენებს. თუმცა სიაში ბოლო მონაცემებით 1,6 მილიონი ადამიანი დარეგისტრირდა, რაც პლატფორმის მთლიანი მომხმარებლის ბაზის დაახლოებით 7%-ს უდრის.

    მიუხედავად იმისა, რომ ტესტერების ამჟამინდელი ლიმიტი შემოიფარგლება 1000-მდე, კომპანია გეგმავს ეს რიცხვი, მარტამდე 10000-მდე გაზარდოს.

    Robinhood-ის კრიპტო ოპერაციულმა დირექტორმა, ქრისტინ ბრაუნმა განაცხადა, რომ სანამ Beta პროგრამა გრძელდება კომპანია იმუშავებს, გაგზავნის და მიღების ნაკადებს და QR სკანირებასაც დაამატებს.

    Leave a Reply

    Your email address will not be published. Required fields are marked *