PayPal-ის საკონსულტაციო საბჭოს Blockchain-ისა და კრიპტოვალუტის ექსპერტები დაემატებიან

0
909

აშშ-ში დაფუძნებულმა გადახდების უმსხვილესმა კომპანიამ, PayPal-მა განაცხადა, რომ კომპანიის საკონსულტაციო საბჭოს ექვსი ახალი წევრი შეემატება. ახალი წევრები კრიპტოვალუტისა და Blockchain ტექნოლოგიის ექსპერტები არიან.

როგორც ცნობილია, კომპანიის მიზანი უფრო მეტად ინკლუზიური ციფრული ფინანასური ეკოსისტემის შექმნაა. სწორედ ამიტომ საკონსულტაციო საბჭოს ახალი წევრები კომპანიას ამჟამინდელ და სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებში დაეხმარებიან.

ახალი წევრების ვინაობა უკვე ცნობილია. ესენი არიან: Fortress Investment Group-ის აღმასრულებელი დირექტორი, პიტერ ბრიგერი, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის იურიდიული ცენტრის პროფესორი, კრის ბრუმერი, ვაიზმანის მეცნიერების ინსტიტუტის პროფესორი, შაფი გოლდვასერი, სასაქონლო ფიუჩერსების სავაჭრო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე, ტიმოთი მასადი, MIT Sloan-ის მენეჯმენტის სკოლის ფინანსური საკითხების პროფესორი, ანტუანეტ სქოარი და MIT ციფრული ვალუტის ინიციატივის დირექტორი, ნეჰა ნარულა.

„ჩვენ გვჯერა, რომ მსოფლიოს საუკეთესო ლიდერებთან ურთიერთობა გადამწყვეტია, რათა უკეთ გავიგოთ ინდუსტრიის ყველაზე დიდი შესაძლებლობები და რთული გამოწვევები“, – განაცხადა PayPal-ის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა, ხოსე ფერნანდეს და პონტემ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი