PayPal-მა კრიპტოვალუტის ტრანზაქციების დაჩქარების სისტემა შეიმუშავა

0
1326

აშშ-ს გადასახადების გიგანტმა PayPal-მა საპატენტო და სავაჭრო სამსახურთან ერთად, შეიმუშავა სისტემა, რომელიც კრიპტოვალუტის გადახდის სიჩქარეს გაზრდის. შემუშავებული პატენტი წარმოადგენს დაჩქარებული ვირტუალური ვალუტის ტრანზაქციების სისტემას, რომელიც მოიცავს ე.წ. მეორადი კერძო გასაღების გამოყენებას, რათა კლიენტსა და მოვაჭრეს შორის გარიგება დაჩქარდეს.

შემუშავებული სისტემით PayPal ცდილობს კრიპტოვალუტის შედარებით ხანგრძლივი ტრანზაქციის პრობლემის გადაჭრას.

“გადარიცხვების ხანგრძლივობის გამო, კრიპტოვალუტის მომხმარებლებმა ნაცვლად იმისა, რომ აირჩიონ ციფრული ვალუტით ტრანზაქცია ტრადიციული გადახდის მეთოდებს ამჯობინებენ”,-აღნიშნულია განცხადებაში.

“მეორადი საფულე” საკუთარი გასაღებით ტრანზაქციებს გაცილებით უფრო სწრაფს გახდის. “ამ ეტაპზე, ფულის გადარიცხვის დროს, მიმღები უნდა დარწმუნდეს, ნამდვილად განხორცილდა თუ არა ტრანზაქცია. ხოლო, შემცირებულ მოლოდინის დრო არის შესაფერისი იმ ტრანზაქციისა, რომელიც მიმდინარეობს. ე.წ. პირადი გასაღები დაკავშირებულია კრიპტოვალუტის განსაზღვრულ ოდენობასთან, რომელიც შესაბამისობაში მოდის ტრანზაქციის რაოდენობასთან”,-ნათქვამია PayPal-ის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის თებერვლის ბოლოს, PayPal-ის მთავარი ფინანსური ოფიცერი ჯონ რაინი ბიტკოინზე დადებით კონტექსტში საუბრობდა. მისი მოსაზრებით, ბიტკოინი, სლოგანით “გამოიყენე ყოველ დღე”, გადახდის ერთ-ერთი პოპულარული საშუალება უნდა გახდეს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი