დიმიტრი პესკოვი: რუსეთი ციფრული ვალუტის მიღებისთვის მზად არ არის

    რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ქვეყანა ჯერ კიდევ არ არის მზად კრიპტოვალუტის მიღებისთვის. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება. “თავიდანვე, კრიპტოვალუტასა და Blockchain-ს არ მივანიჭეთ ლეგალური სტატუსი. თუმცა, მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს, რომ არსებობს რისკის საფრთხეებიც”,-განაცხადა პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ციფრული ტექნოლოგიების განვითარების საკითხებში დიმიტრი პესკოვმა. პესკოვმა აღნიშნა, რომ რუსეთის ცენტრალური ბანკის ოფიციალური პოზიცია კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით ძალიან “რბილი”…

    Read More

      არაბთა გაერთიანებული საამიროების მარეგულირებელი ICO-ს საკითხზე მუშაობს

      არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა დაამტკიცეს გეგმა, რომლის მიხედვითაც გადაწყდა, რომ სახელმწიფო ICO-ს შესახებ რეგულაციებს მიიღებს და ტოკენის განხილვა მოხდება, როგორც ფასიანი ქაღალდის. გაერთიანებულმა საამიროების მარეგულირებელმა განაცხადა, რომ ამ კვირის ბოლოს რეგულაციის სისტემის შესახებ ინფორმაცია საზგადოებისთვის უკვე ცნობილი იქნება. როგორც ცნობილი გახდა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკა და გამოცდილება განიხილეს. ეს კი ნიშნავს, რომ…

      Read More

        საავტომობილო ბრენდების ბიტკოინით შეძენა BitPay-ის მეშვეობით უკვე შესაძლებელია

        მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საავტომობილო საცალო ვაჭრობის კომპანია Post Oak Motor Cars-ი საავტომობილო ბრენდებზე: “როლს-როისი”, “ბენტლი” და “ბუგატი” მზად არის ავტომობილის შესაძენი თანხა დოლარის მაგივრად ციფრულ ვალუტაში მიიღოს. საუბარია ორ კრიპტოვალუტაზე: ბიტკოინსა და ბიტკოინ Cash-ზე. ამერიკელი ბიზნესმენის თაილმენ ფერიტას საკუთრებაში მყოფი საავტომობილო საცალო ვაჭრობის კომპანიას BitPay-სთან ხელშეკრულება აქვს დადებული, რომლის თანახმად, კრიპტოვალუტით ავტომობილების შეძენა შესაძლებელია….

        Read More

          Bittrex-ი სამხრეთ ამერიკასა და კარიბის ზღვის აუზში კრიპტობირჟას აფუძნებს

          ამერიკულმა ბირჟა Bittrex-მა განაცხადა, რომ ახალი კრიპტოვალუტის პლატფორმას ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის ქვეყნების მოქალაქეებისათვის დაარსებს. როგორც ცნობილია, ახალი ბირჟის სავაჭრო პროგრამა Bitrex-ის საშუალებით იმოქმედებს და მომხმარებლებს ამ რეგიონებში 200 ციფრულ აქტივზე ექნებათ წვდომა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Bittrex-ი საფინანსო კომპანია Cryptofacil-თან ითანამშრომლებს. ამ ორი კომპანიის თანამშრომლობა საშუალებას მისცემს ლათინურ ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის…

          Read More

            სამხრეთ კორეის მარეგულირებელი გლობალური რეგულაციის პროექტზე მუშაობს

            სამხრეთ კორეის საფინანსო ზედამხედველობის სამსახურის ოფიციალურმა წარმომადგენელმა კრიპტოვალუტისა და პირველადი მონეტარული შეთავაზების (ICO-ს) რეგულაციის შესახებ ახალი პროექტი წარმოადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. პროქტი კრიპტოვალუტისა და ICO-ს გლობალურ დონეზე დარეგულირებას გულისხმობს. სეულში გაიმართა მე-20 საერთაშორისო საფინანსო მერეგულირებლების კონფერენცია, სადაც გახსნის ცერემონიაზე სამხრეთ კორეის საფინანსო ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლემა Yoon Suk-heun-მა აღნიშნული პროექტის შესახებ პირველად განაცხადა….

            Read More