ესპანეთის მთავრობა კრიპტოვალუტასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე მუშაობს
ინვესტორებს, რომელთაც სურთ კრიპტოვალუტაში ინვესტიციების განხორციელება ვალდებულნი იქნებიან საგადასახადო წესებს დაემორჩილონ. ამის შესახებ ესპანური მედია იუწყება. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ ეტაპზე ესპანეთის მთავრობა კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით ახალ კანონპროექტს განიხილავს. ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა, მარია ჯესუს მონტერომ განაცხადა, რომ კანონპროექტის მიხედვით არსებული წესები ყველა ესპანეთში მცხოვრებ ინვესტორზე ვრცელდება. შესაბამისად, არ ექნება მნიშვნელობა ბირჟაზე ვაჭრობა ქვეყნის შიგნით მიმდინარეობს,…
