ბრაზილიის უმსხვილესი ბანკი Blockchain ტექნოლოგიას დანერგავს
ბრაზილიის უმსხვილესი ბანკის, Bradesco-ს ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყნის უმსხვილესი ბანკები Blockchain პლატფორმას დანერგავენ. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. Bradesco არ არის პირველი ბანკი, რომელიც Blockchain ტექნოლოგიით დაინეტერესდა. ჯერ კიდევ შარშან აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საბანკო ჯგუფი Santander-ი პარტნიორობას რიპლისთან გეგმავდა. პარტნიორობის მიზანს წარმოადგენდა საერთაშორისო სავაჭრო აპლიკაციის შექმნა რიპლის Blockchain xCurrent და RippleNet პლატფორმების გამოყენებით….
