21 ივნისს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა
2019 წელს ბიტკოინის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 21 ივნისს დაფიქსირდა. დღის განმავლობაში ბიტკოინის ფასი 9.800 დოლარის ნიშნულს მიუახლოვდა. უნდა აღინიშნოს, რომ მანამდე ანალიტიკოსები არაერთხელ ამბობდნენ, რომ ფასი 10.000 დოლარამდე გაიზრდებოდა. ამ ეტაპზე ბიტკოინის ფასის ნიშნული 9.824 დოლარს შეადგენს. ბოლო 24 საათის განმავლობაში ბიტკოინის ფასის ნიშნული 5.35%-ით არის გაზრდილი. აღსანიშნავია, რომ ბიტკოინის უმაღლესი ფასის ნიშნული 2017 წლის…
