PayPal-ი 2021 წელს მომხმარებელს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებულ სიახლეებს შესთავაზებს
PayPal-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, დენ შულმანმა განაცხადა, რომ Blockchain და კრიპტო მომხმარებლის აქტიურობამ მოლოდინს გადააჭარბა. ეს კი, რასაკვირველია, კომპანიის რესურსების ზრდას იწვევს. დენ შულმანმა დასძინა, რომ PayPal-ი აქტიურად თანამშრომლობს მარეგულირებელ ორგანოებთან და ცენტრალურ ბანკებთან “პოსტ-ფიზიკური ფულადი სამყაროს” მომავლის შესაქმნელად. ”ჩვენ ვაწარმოებთ ინვესტიციებს Blockchain ტექნოლოგიასა და ციფრულ ვალუტაში. 2021 წელს კი კომპანია დაიხვეწება და გაფართოვდება”,-აღნიშნა PayPal-ის აღმასრულებელმა…
