ევროკავშირი Blockchain ტექნოლოგიის განვითარებას განაგრძობს

    ევროკავშირი მსხვილ სერვისულ კომპანიას შექმნის, რომელიც Blockchain-ის სოციალური მედიის პროექტს უხელმძღვანელებს. პროექტი, რომელსაც TruBlo ეწოდება, გააკონტროლებს Blockchain განვითარებას, ევროკომისიის შემდეგი თაობის ინტერნეტ ინიციატივის ფარგლებში. TruBlo–ს ხელმძღვანელად დაინიშნა საფრანგეთის ფინანსური მომსახურების კომპანია, Worldline-ი. Worldline-ი დაარსდა 1970 წელს და 2019 წელს გამოიმუშავა 2.3 მილიარდი ევროს (2.8 მილიარდი დოლარი) შემოსავალი. Finextra–ს ინფორმაციით, დაახლოებით 450 წინადადება შეფასდება უახლოეს წლებში,…

    Read More

      ცენტრალური ბანკები სტაბილკოინის შესახებ მსჯელობას განაგრძობენ

      მედიის მიერ უკვე არაერთი ინფორმაცია გავრცელდა ცენტრალური ბანკების მხრიდან ციფრული ვალუტის შექმნის თაობაზე. ბიტკოინის ფასის მკვეთრი მატების შემდეგ კი საუბარი კრიპტოვალუტის ადაპტაციაზეც მიმდინარეობს. აშშ-ს ერთ-ერთმა უძველესმა ბანკმა, BNY Mellon–მა განაცხადა, რომ ინსტიტუციონალური ინვესტორების მხრიდან ციფრული ვალუტის საკითხთან დაკავშირებით ზეწოლას განიცდის. ანალოგიურად, 2020 წლის ბოლოს გაჟღერებული ინფორმაცია მიუთითებს იმაზე, რომ Deutsche Bank-ი სტაბილკოინის შექმნაზე მუშაობდა. მიუხედავად…

      Read More

        რუსეთის სათათბირო კრიპტოვალუტის დაბეგვრის შესახებ კანონპროექტს ამზადებს

        რუსი დეპუტატები კრიპტოვალუტის დაბეგვრას განიხილავენ. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ოფიციალური განცხადების თანახმად, დამტკიცდა კანონპროექტი კრიპტოვალუტის დაბეგვრის შესახებ. ახალი კანონპროექტი წარმოადგენს რუსეთის ფედერალური საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებს. კანონპროექტის ფარგლებში, რუსეთის მთავრობა ოფიციალურად ცნობს კრიპტოვალუტებს, როგორც საკუთრებას. უშუალოდ კანონის მიზანი კი რუსეთის მაცხოვრებლების მიერ კრიპტოვაჭრობით მიღებულ მოგებაზე გადასახადის დაწესება იქნება. კანონი შეეხება ყველას: შიდა რეზიდენტებს, მათ შორის მოქალაქეებსა…

        Read More

          ბიტკოინმა 50.000 დოლარის ზღვარი გადალახა

          ოთხშაბათს, 17 თებერვალს ციფრული ვალუტების ბაზარი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ჯერ კიდევ გუშინ, 16 თებერვალს ბიტკოინის, დღის განმავლობაში დაფიქსირებული, ყველაზე მაღალი დონე 50.000 დოლარს შეადგენდა. დღის ბოლოს ვაჭრობა კი 49.199 დოლარზე დაიხურა. დღეს კი კრიპტოვალუტამ 50.000 დოლარის დონე გადალახა. ბიტკოინის კურსის მაჩვენებელი ბოლო 24 საათის განმავლობაში დაახლოებით 6.28%-ით არის გაუმჯობესებული. ამ ეტაპზე ციფრული ვალუტის ღირებულება 51.294 დოლარს…

          Read More

            Blockchain კომპანია ნევადის უდაბნოში კრიპტო ქალაქს ააშენებს

            Blockchain ინკუბატორი და საინვესტიციო კომპანია Blockchains LLC კონცენტრირდება “ჭკვიანი ქალაქის” მშენებლობის გეგმებზე. ციფრული ქალაქის მშენებლობას კი ნევადას უდაბნოში აპირებს. Associated Press-თან ინტერვიუში კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯეფრი ბერნსმა აღნიშნა, რომ მან ნევადის შტატის ადგილობრივ მთავრობას სთხოვა 67,000 ჰექტარის საკუთრებაში გადაცემა. თუ მისი შუამდგომლობა წარმატებით დასრულდა Blockchain კომპანიას საშუალება ექნება იმოქმედოს, როგორც “ინოვაციური ზონა”, სადაც კომპანიას შეეძლება…

            Read More