Nasdaq-ი კრიპტოვალუტის ბირჟას აარსებს

0
1776

აშშ-ს საფონდო ბაზრის გიგანტმა Nasdaq-მა დაანონსა, რომ მომავალ თვეში კრიპტოვალუტის ბირჟას დააფუძნებს.

ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის შემდეგ მსოფლიო ბაზრის კაპიტალიზაციის მეორე უმსხვილესი საფონდო ბირჟა Nasdaq-ი კრიპტოვალუტის ბირჟას დაარსებს,- აცხადებს პროექტის აღმასრულებელი დირექტორი დანიელ სკოვრონსკი.

სკოვრონსკიმ ახალ ბირჟას ასე უწოდებს: “one-stop-shop”. ბირჟაზე მომხმარებელს შეეძლება სახელმწიფო ვალუტით კრიპტოვალუტის ყიდვა, ასევე კრიპტოვალუტის გაყიდვა, მონეტების ფლობა და ციფრული საფულით სარგებლობა.

ანგარიშის თანახმად, ბირჟაზე ვაჭრობის საფასურის გადახდა არ იქნება საჭირო. ვაჭრობა შესაძლებელი იქნება ტოპ 6 კრიპტოვალუტით, მათ შორის არის ბიტკოინი, ბიტკოინ Cash-ი, ეთერიუმი და ლაიტკოინი.

მეორე ეტაპზე იგეგმება 20-25 მონეტების დამატება.

“ჩვენ მხარს ვუჭერთ Blockchain ტექნოლოგიას. ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ ამ ეკოსისტემას პროგრესის მიღწევაში. ჩვენ არ ვაპირებთ მონეტების სიის შედგენას მხოლოდ იმიტომ, რომ მათ გადაგვიხადონ. ვინც იქნება ღირსეული მხოლოდ ის მოხვდება ჩვენს სიაში”,- განაცხადა დანიელ სკოვრონსკიმ Finance Magnates-ისთან საუბრისას.

სკოვრონსკი ასევე ამბობს, რომ ბირჟა დაარსებისთანავე ამერიკელი მომხმარებლისთვის არ იქნება ხელმისაწვდომი. ამასთან დაკაშირებით, ბირჟა აშშ-ს მარეგულირებელთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, Nasdaq-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ადენა ფრიდმანმა განაცხადა, რომ კომპანია განიხილავს დაარსოს კრიპტოვალუტის სავაჭრო პლატფორმა იმ შემთხვევაში, თუ ბაზარი უფრო რეგულირებული იქნებოდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი