Mt. Gox-ი დაზარალებულ მომხმარებლებს ზარალს აუნაზღაურებს

0
881

Mt. Gox-ის რწმუნებული აცხადებს, რომ დაზარალებულები კომპენსაციას მიიღებენ.

Mt. Gox-ის რწმუნებულის ნობუაკი კობაიაშის განცხადების თანახმად, იაპონიაში დაფუძნებული კრიპტოვალუტის ბირჟის დახურვის შედეგად დაზარალებული კრედიტორების დაახლოებით 99%-ს რეაბილიტაციის პროექტი დაუმტკიცდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით სარჩელი ტოკიოს რაიონულ სასამართლოში იყო შეტანილი.

გარდა ამისა, წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მოსარჩელეები, რომლებიც წარმოადგენენ ხმის უფლების მთლიანი რაოდენობის დაახლოებით 83%-ს, გეგმის სასარგებლოდ ხმა მისცეს. გადაწყვეტილება მოჰყვა 8 ოქტომბერის კენჭისყრას, სადაც გაირკვა, რომ დანაკარგის ოდენობა მილიარდ დოლარს შეადგენს.

ნობუაკი კობაიაშის თქმით, თანხის განაწილება სავარაუდოდ არ დაიწყება მინიმუმ ერთი თვის განმავლობაში.

მან დასძინა, რომ კრედიტორები შესაბამის ვებ-საიტზე მალე უნდა დარეგისტრირდნენ, რათა კომპენსაცია მიიღონ.

კრიპტოვალუტის ბირჟის დახურვამ 850.000 ბიტკოინის დაკარგვა გამოიწვია, რაც დაახლოებით 460 მილიონი აშშ დოლარი იყო. დღევანდელი მონაცემების მიხედვით კი, ზარალი დაახლოებით 56 მილიარდი დოლარის ღირებულებისაა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი