Marvel Entertainment-ს საკუთარი NFT-ი ექნება

0
1066

VeVe ვირტუალურ ბაზარს მალე ექნება ოფიციალური NFT ნიშნები და Marvel-ისგან ციფრული კომიქსები. ცოტა ხნის წინ, გაკეთებულ განცხადებაში, Marvel Entertainment–მა აღნიშნა, რომ იგი პარტნიორობდა Orbis Blockchain Technologies– თან, რათა გაეშვა NFT-ი VeVe–ს ბაზრის აპლიკაციაში.

კომპანიის თანახმად, NFT მოიცავს ციფრულ კოლექციებს და კომიქსებს, რომელთა გაყიდვა შეუძლიათ Marvel-ის გულშემატკივრებს. ასევე შესაძლებელი იქნება მათი ჩვენება ვირტუალურ შოურუმებში.

”ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ გავაფართოვებთ Marvel–ის შესაძლებლობების საზღვრებს, დაწყებული პირადი და ინტერაქტიული ციფრული კოლექციონირებით, რომლითაც გულშემატკივრებს NFT–ების საშუალებით შეეძლებათ ნამდვილად შეაგროვონ, გაუზიარონ ისე, აღნიშნული ნიშნები, როგორც არასდროს აქამდე.” – განაცხადა Marvel-ის ბიზნესის განვითარების და სტრატეგიის ვიცე-პრეზიდენტმა, დენიელ ფინკიმ.

Marvel-ის ყველა ციფრული კოლექცია Blockchain-ზე განაწილდება და მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი იქნება VeVe-ს ბაზარზე ყიდვისა და გაყიდვისთვის.

ამასთანავე, Marvel-თან ურთიერთობა მოიცავს ისეთ პერსონაჟებთან ურთიერთობას, როგორებიცაა Wolverine-ი, Spiderman-ი, რკინის კაცი და კაპიტანი ამერიკა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი