MAGACOIN-ი ჰაკერული თავდასხმის ობიექტი გახდა

0
1187

გასულ კვირას დონალდ ტრამპის მომხრეების მიერ შემუშავებული კრიპტოვალუტის გაშვებამ ვებსაიტის მონაცემთა დარღვევა გამოიწვია. The Guardian-ის თანახმად, უცნობმა პირებმა უსაფრთხოების კონფიგურაციის დარღვევის საშუალებით მომხმარებლების ინფორმაცია მიიღეს, მათ შორის IP მისამართები, ელ.ფოსტის მისამართები და პაროლები.

ვებგვერდზე ნათქვამია, რომ MAGACOIN-ი ამერიკის კონსერვატორების მიერ შეიქმნა. შექმნის მიზეზი კი არჩევნების წაგება და წაგებისგან გამოწვეული ერთგვარი იმედგაცურება იყო. მონეტის გამოყენებით მომავალ არჩევენებში „MAGA“–თი მათთვის სასურველ კანდიდატებს მხარს დაუჭერენ.

თუმცა, როგორც აღმოჩნდა, გაუმართავობის გამო ჰაკერმა მარტივად შეძლო პირად ინფორმაციაზე წვდომის მოპოვება. დარეგისტრირებულთა შორის იყვნენ როგორც დემოკრატები, ისე რესპუბლიკელები და სხვა სამოქალაქო აქტივისტები, რომელთაც საშუალოდ 100 მონეტა ჰქონდათ ანგარიშზე.

შეგახსენებთ, რომ, ამ ეტაპზე, ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის აზრი აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით უცნობია.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი