რიპლის Blockchain-ის ქსელს ჩინური კომპანიის გადასახადების პროვაიდერი ემატება

    გადასახადების პროვაიდერი LianLian International უერთდება RippleNet-ის გადახდის ქსელს, რომელიც იყენებს რიპლის Blockchain ტექნოლოგიას.

    ჰონგ-კონგში დაფუძნებული LianLian International-მა რიპლის XCurrent-ის სისტემა მიიღო, რათა მომხმარებელებს ჰონგ-კონგის საზღვრებს მიღმა შეეძლოთ გადახდის სისტემით სარგებლობა. უნდა აღინიშნოს, რომ პროდუქტი განსხვავდება რიპლის xRapid-ისგან. xRapid-ით სარგებლობის დროს საბაჟო გადასახდის გადახდა აუცილებელია, როცა xCurrent-ი მთლიანად თავისუფალია გადასახადებისგან.

    “RippleNet-თან ერთად ჩვენ კიდევ უფრო ვაძლიერებთ მიწოდების სიმძლავრეს. ეს მომხმარებელს საშუალებას აძლევს მყისიერ გადარიცხვის შესაძლებლობას Blockchain-ის გამოყენებით. გადარიცხვების განხორციელება მომხმარებელს 19 სახის ვალუტაში შეეძლებათ”- აღნიშნა არტურ ზუმ, LianLian International- ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

    გარდა ამისა, LianLian-თან პარტნიორობა RippleNet-ს ჩინურ ბაზართან დაკავშირების საშუალებას მისცემს.

    შეგახსენებთ, რომ LianLian-ი RippleNet-ის უკანასკნელი წევრია. CoinDesk-ის ანგარიშის მიხედვით, xCurrent-ს 100 მომხმარებელი უკვე ჰყავს.

    Leave a Reply

    Your email address will not be published. Required fields are marked *