Kraken-ი საინვესტიციო კომპანიებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

0
1145

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აშშ–ში დაფუძნებული კრიპტოვალუტის მსხვილი ბირჟა, Kraken-ი მოლაპარაკებებს აწარმოებს წამყვან საინვსტიციოო კომპანიებთან, მათ შორის არიან Fidelity და Tribe Capital-ი. მოლაპარაკებები ახალი დაფინანსების რაუნდისთვის იმართება.

სამომავლო თანამშრომლობას შეუძლია კომპანიის საბაზრო ღირებულება გააორმაგოს და 10 მილიარდი დოლარი შეადგინოს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

სხვა წყაროს ცნობით, არსებული სიტუაციის გამო, რაც კომპანიაზე მაღალ მოთხოვნას გულისხმობს, სრულიად შესაძლებელია, რომ ფასი 20 მილიარდ დოლარამდეც კი გაიზარდოს. 2019 წელს Kraken-მა გამოიყენა კრიპტოინფლაციური საინვესტიციო პლატფორმა Bnk to the Future, რომ 2,5 მილიარდი მონაწილისგან მიეღო თანხები, რამაც საერთო ჯამში 13,5 მილიონი დოლარი შეადგინა.

Coinbase–ის საბაზრო ღირებულების თანახმად, ბირჟის ღირებულებამ, ცოტა ხნის წინ, 100 მილიარდ დოლარს მიაღწია. CoinMarketCap-ის თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში Kraken-მა დაამუშავა თითქმის 2 მილიარდი დოლარის მოცულობა, ხოლო Coinbase-მა 3,85 მილიარდი დოლარი მიიღო იმავე პერიოდში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი