JPMorgan Chase-ის აღმასრულებელი დირექტორი: კომპანია Blockchain-ს სხვადასხვა მიმართულებით ტესტავს

0
1336

JPMorgan Chase-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯეიმი დაიმონმა ჟურნალთან “ჰარვარდის ბიზნესის მიმოხილვა” აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტა ეკონომიკური სარგებლით განსხვადებება ოქროსა და ტრადიციული ვალუტისგან.

ის ამბობს, რომ ციფრული ვალუტისგან განსხვავებით სახელმწიფო ვალუტა მხარდაჭერილია მთავრობის მიერ და მასზე არ ვრცელდება ისეთი რეგულაციები, როგორიც კრიპტოვალუტაზე.

უნდა აღინიშნოს, რომ ჯეიმი დაიმონმა ასევე გააკეთა კომენტარი Blockchain-თან დაკავშირებით. კრიპტოვალუტისგან განსხვავებით Blockchain ტექნოლოგიასთან მიმართებით დაიმონი უფრო ოპტიმისტურად არის განწობილი. იქვე აღნიშნა, რომ JPMorgan Chase-ი ტექნოლოგიას სხვადასხვა მიმართულებით ტესტავს.

საგულისხმოა, რომ კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით JPMorgan Chase-ის ოფიციალური პოზიცია და ჯეიმი დაიმონის მოსაზრება ყოველთვის ერთმანეთს არ ემთხვევა.

2017 წლის 13 სექტემბერს დაიმონმა ბიზნესმენებთან შეხვედრაზე ბიტკოინს თაღლითობა უწოდა და განაცხადა, რომ სამსახურიდან ყველა თანამშრომელს გაათავისუფლებდა, ვინც კომპანიის ანგარიშს ბიტკოინის ვაჭრობისთვის გამოიყენებდა.

ამასთანავე, შეგახსენებთ, რომ მაისში JPMorgan-ის თანათავმჯდომარემ, ჯერი პინტომ დაადასტურა, რომ კომპანია ბიტკოინის სფეროს შეისწავლიდა. მან ასევე განაცხადა, რომ მომავალში საფინანსო სფეროში კრიპტოვალუტა მნიშვნელოვან როლს ითამაშებდა.

“ჩვენ ვსწავლობთ ამ სფეროს. ეჭვი არ მეპარება, რომ ამ გზით ან სხვა საშუალებით ეს ტექნოლოგია მომავალში გადამწყვეტ როლს შეასრულებს” – განაცხადა ჯერი პინტომ, როდესაც მას CNBC-ის ჟურნალისტმა ბიტკოინის შესახებ კითხვა დაუსვა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი