აშშ-ს მარეგულირებელმა არარეგისტრირებული კრიპტო კომპანიები დააჯარიმა

0
704

აშშ-ს ფასიანი ქაღალდების კომისიის სააღმსრულებლო განყოფილებამ წელს 4,68 მილიარდი დოლარი დაუყადაღა კომპანიებს, რომლის მეოთხედზე მეტს კრიპტოვალუტა შეადგენდა. საქმე ეხება არარეგისტრირებულ კრიპტო კომპანიებს.

აღნიშნული თანხა წარმოადგენდა როგორც უკანონო შემოსავლების დაყადაღებას ასევე ჯარიმების სახით საურავის დადებას. საერთო ჯამში თანხამ თითქმის ხუთ მილიარდს მიაღწია.

ამ თანხის მეოთხედი, დაახლოებით 1.25 მილიარდი დოლარი ბიურომ კრიპტომომპოვებელი კომპანიებისაგან, ხოლო არარეგისტრირებული ICO–დან 1,26 მილიარდი დოლარი ამოიღო.

სააღმსრურელბლო განყოფილების დირექტორმა სტეფანი ავაკიანმა განაცხადა:

”კომისიამ მიიღო განჩინებები და ბრძანებები, ჯამში, დაახლოებით, 4,68 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ყადაღა და ჯარიმები გამოწერა- ეს ყველაზე მაღალი თანხაა.”

ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიის საფინანსო განყოფილების დირექტორმა უილიამ ჰინმენმა ჯერ კიდევ 2018 წელს განაცხადა, რომ ციფრული აქტივებისა და ICO-ს რეგულაციისა და კომპანიების ოფიციალურად დარეგისტრირების მომხრე იყო.

“ჩვენ ვცდილობთ დაბალანსებულ მიდგომას. ის, რაც უზრუნველყოფს კაპიტალის ფორმირებას და ამასთანავე, დაიცავს ინსვესტორს”,- აღნიშნა უილიამ ჰინმენმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი