IBM-ის ვიცე-პრეზიდენტი: ბიტკოინის ფასი მილიონ დოლარამდე გაიზრდება

0
941

IBM-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯესი ლანდმა განაცხადა, რომ მისი პროგნოზით ბიტკოინის ფასი ერთ მილიონ დოლარამდე გაიზრდება.

ერთ-ერთ მედია საშუალებასთან ინტერვიუს დროს ლანდმა განაცხადა, რომ ამ წელს ბიტკოინის ფასი 5.000 დოლარის ფარგლებში იმერყევებდა. მერე კი აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტის კურსი აუცილებლად გაიზრდებოდა მილიონ დოლარამდე.

“მე ვხედავ, რომ ბიტკოინს კურსი წლის ბოლოსთვის შესაძლოა, 5.000 დოლარზე იყოს, თუმცა მე უფრო შორის ვიყურები და მჯერა, რომ ფასი მილიონ დოლარამდე გაიზრდება”,-აღნიშნა IBM-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

ინტერვიუს დროს მან ასევე ისაუბრა IBM-ისა და Stellar-ის თანამშრომლობის შესახებ. ჯესი ლანდმა ასევე განაცხადა, რომ კომპანია სხვადასხვა ციფრული ვალუტების ფირმებთან მუშაობას განიხილავს.

“უნდა არსებობდეს მრავალფეროვანი ეკოსისტემა, რომელიც რეალურ დროში უზრუნველყოფს გადარიცხვებს და საჭიროებისამებრ, მოლაპარაკებების დროსაც გამოიყენებენ”,- განაცხადა ლანდმა.

ჯესი ლანდმა იქვე დასძინა: “ეს შეიძლება იყოს რიპლი ან ბიტკოინი. თუმცა ეს სრულიად შესაძლებელია იყოს ცენტრალური ბანკის მიერ გამოშვებული ციფრული ვალუტაც”.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი