აზერბაიჯანული მედია: მთავრობა ქვეყანაში Blockchain ტექნოლოგიის განვითარებისთვის მუშაობს

0
907

აზერბაიჯანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამერიკის მულტინაციონალური საინფორმაციო ტექნოლოგიების კომპანიისა და აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის წარმომადგენლობას შორის თანამშრომლობა Blockchain ტექნოლოგიის დანერგვასთან დაკავშირებით შედგება.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს ინფორმაცია ოფიციალური სტრუქტურების მიერ დაუდასტურებელია, თუმცა ადგილობრივი, აზერბაიჯანული მედია ამის შესახებ აქტიურად წერს. ამასთანავე, ეს ინფორმაცია გარკვეულწილად უკავშირდება იმას, რომ აზერბაიჯანის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის დირექტორმა ფარიდ ოსმანოვმა გამოაქვეყნა ეკონომიკის ციფრული ტრანსფორმაციის ხუთი წლის პროგრამა.

პროგრამა ფართო საზოგადოებისთვის პირველად ცნობილი გახდა აზერბაიჯანისა და გერმანიის ბიზნესს ფორუმზე.

ოსმანოვმა განაცხადა, რომ ცენტრალური ბანკი ითანამშრომლებს ამერიკის მულტინაციონალურ საინფორმაციო ტექნოლოგიების კომპანიასთან კონკრეტული მიზნით, რომელიც Blockchain ტექნოლოგიის დანერგვას ეხება. მან იქვე დასძინა, რომ პროგრამის მოცულობა საკმაოდ დიდია.

“პირველი მიმართულება შეესაბამება ციფრულ ტრანსფორმაციას, ეს ინიციატივა განხორციელდება ხუთწლიანი გეგმის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის ეკონომიკისა და საბანკო სექტორის მოთხოვნებს”, -განაცხადა აზერბაიჯანის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის დირექტორმა.

პარტნიორობის მეორე მიმართულება კი ციფრული საიდენტიფიკაციო სისტემის განვითარებაა. როგორც ფარიდ ოზმანოვმა აღნიშნა, ინიციატივა მოიცავდა 10 კომერციულ ბანკსა და 15 სამთავრობო სააგენტოს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკულ მხარეს ოფიციალურად არ დაუსტურებია ეს ინფორმაცია, თუმცა მედია წერს, რომ ორ ქვეყნის წარმომადგენლებს შორის მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი