კრიპტობირჟა Huobi ლონდონში გადადის

0
1134

პეკინში დაფუძნებული კრიპტოვალუტის ბირჟა Huobi-მ განაცხადა, რომ საზღვარგარეთის ქსელის გაფართოებას აპირებს და ამასთან დაკავშირებით, ლონდონში ოფისის გახსნას გეგმავს.

“არც მალტა, არც შვეიცარია. ერთმნიშვნელოვნად ლონდონი, უფრო სწორად ბრიტანეთი, არის ევროპის ბაზრის შესვლის წერტილი. მალე ჩვენ აქ ოფისი გვექნება”, – აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას ბირჟის ვიცე-პრეზიდენტმა პენგ ჰუმ.

Huobi-ს მენეჯერი ჩერნ ჩანგის, რომელიც კომპანიისთვის ევროპაში მუშაობს განმარტა, რომ ბირჟას დიდი სურვილი აქვს ბრიტანეთში ყოფნის, რადგან კომპანიის სტატისტიკა აჩვენებს, რომ ლონდონი ყველაზე აქტიური სავაჭრო ადგილია მთელ ევროპაში.

ჩერნ ჩანგმა მედიასთან საუბარში აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთის კრიპტოვალუტის რეგულაციის სისტემის არ ეშინია და არც რეგულაციისთვის თავის არიდებას აპირებს.

ამჟამად, Huobi სავაჭრო მოცულობის მიხედვით, მსოფლიოში მეოთხე უმსხვილესი კრიპტობირჟაა. CoinMarketCap- ის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ბირჟას დაახლოებით, 24 მილიარდი დოლარის ვაჭრობა უფიქსირდება.

შეგახსენებთ, რომ Huobi ჯგუფმა სინგაპურში ოპერირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ჩინეთის მთავრობამ ICO-სა და კრიპტოვალუტის ვაჭრობა აკრძალა.

ამასთანავე, მარტის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ მსოფლიოში ყველაზე მსხვილი კრიპტოვალუტის ბირჟა Binance მალტაში აპირებდა სათაო ოფისის გახსნას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი