კრიპტო პლატფორმა Giving Block-ს ინვესტორებისთვის შეთავაზება აქვს

0
642

კრიპტოვალუტის წამყვანმა პლატფორმამ, Giving Block-მა, ახალი ინიციატივა წამოიწყო. ინიციატივის მიზანია შექმნას მსოფლიოში ყველაზე დიდი კრიპტო საქველმოქმედო ინდუსტრია.

Crypto Giving Pledge-ი ხელს უწყობს ციფრული ვალუტების ინვესტორებს, სანაცვლოდ კი ისინი წლიური მოგების 1%-ს ორგანიზაციას შემოწირულობის სახით გადასცემენ.

ამ სქემით დგინდება, რომ უხეში გამოთვლის საფუძველზე ინიციატივა დაახლოებით 20 მილიარდ დოლარს შეაგროვებს ყოველწლიურად. The Giving Block-ის თანადამფუძნებლის, ალექს ვილსონის თქმით, ახალი ინიციატივა გარდაქმნის მსოფლიოს კრიპტოვალუტის ხედვას და შექმნის საქველმოქმედო შეღავათების უდიდეს ნაკადს, რაც მანამდე არასდროს უნახავს მსოფლიოს.

ორგანიზაციის თანადამფუძნებელმა, პატ დაფიმ განაცხადა, რომ ახალი ინიციატივა ხელს შეუწყობს ერთობლივად სამი საქმის კეთებას: ის წარმოქმნის უამრავი ფულის მარაგს, რომელიც განაწილდება კრიპტო ინდუსტრიისათვის, შეამსუბუქებს კრიპტო საგადასახადო ტვირთს და გააქარწყლებს იმ აზრს, რომ კრიპტოვალუტის სასიკეთო საქმეებისათვის გამოყენება არ ხდება.

აღსანიშნავია, რომ ინვესტორების წვლილი სურვილისამებრ შესაძლოა, ანონიმურად დარჩეს. ანონიმურობა თანხის ოდენობასაც შეეხება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი