ფინანსური სტაბილურობის საბჭო: კრიპტოვალუტა ტრადიციულ საფინანსო სექტორს საფრთხეს არ უქმნის

0
1288

G20-ის საერთაშორისო მონიტორინგის ჯგუფმა, შვეიცარიაში დაფუძნებული ფინანსური სტაბილურობის საბჭომ თავის ბოლო მოხსენებაში განაცხადა, რომ მარეგულირებლებმა კრიპტოვალუტის სივრცეში ფინანსური საქმიანობის შესახებ უნდა გააუმჯობესონ რისკის შეფასების სტრატეგია.

ამის შესახებ ინფორმაციას “როიტერი” ავრცელებს.

ანგარიშში ნათქვამია, რომ პოტენციური რისკის შეფასების საშუალებები შეიძლება ბანკებისა და სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციის წარმომადგენლება განიხილონ.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ფინანსური სტაბილურობის საბჭო შორს დგას იმ აზრისგან, რომ კრიპტოვალუტა ტრადიციულ საფინანსო სექტორს საფრთხეს უქმნის.

მსოფლიოს მასშტაბით ციფრული ვალუტის რეგულირება სხვადასხვა ფორმით მიმდინარეობს. ამ პროცესებში განსაკუთრებულად საინტერესოა დიდი ქვეყნების გამოცდილება. მაგალითად, ჩინეთი ძალიან ახლოს არის ციფრული ვალუტის სრულად აკრძალვასთან. ამ დროს კი ჩინეთის მეზობელი იაპონია და სამხრეთ კორეა რეგულაციების გაუმჯობესების საკითხზე მუშაობენ.

2018 წლის ოქტომბერში მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ იაპონიაში ბირჟებს ოფიციალურად თვითმარეგულირებელი ორგანო გააკონტროლებდა.

“ეს ძალიან სწრაფად მოძრავი ინდუსტრიაა. ექსპერტებისთვის უკეთესია, რომ წესები დროულად იქნეს მიღებული, ვიდრე ბიუროკრატები გააკეთებენ ამას”,- განაცხადა იაპონიის ფინანსური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი