FBI: კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული თაღლითური შემთხვევები შესაძლოა, გაიზარდოს

0
678

გამოძიების ფედერალური ბიურო ავრცელებს განცხადებას, რომლის მიხედვითაც, კორონავირუსის გავრცელების ფონზე მოსალოდნელია კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული თაღლითური საქმიანობის რაოდენობის ზრდა.

პრესრელიზში FBI-მ მოსახლეობა გააფრთხილა, რომ კრიპტოვალუტის თაღლითობასთან დაკავშირებული სქემების ზრდა ზიანს მიაყენებს ციფრული ვალუტით დაინტერესებულ პირებს.

”მთელ მსოფლიოში არა მხოლოდ უამრავი ციფრული აქტივების სერვისის მიმწოდებელი არსებობს, არამედ ათასობით კრიპტოვალუტის აპარატია განთავსებული, რომლებსაც კრიმინალები საკუთარი დანაშაულებრივი საქმიანობისთვის იყენებენ”,- აღნიშნულია გამოძიების ფედერალური ბიუროს განცხადებაში.

2019 წლის მიწურულს ნიუ-ჯერსის შტატის სამართალდამცავმა უწყებამ კრიპტოვალუტის თაღლითობის ბრალდებით სამი პირი დააკავა. როგორც ცნობილი გახდა, ეჭვმიტანილები 722 მილიონი დოლარის ქურდობისთვის იყვნენ წინასწარ პატიმრობაში. ისინი თანხის უკანონოდ მითვისების გამო დააკავეს.

ოფიციალური განცხადების თანახმად, დამნაშავეები ამერიკის მოქალაქეები იყვნენ. მათ ბრალად ედებოდათ ფინანსური თაღლითობა, რაც მაქსიმუმ 20 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.

ამასთანავე, ცნობილი გახდა, რომ თაღლითურ სქემას სხვა მონაწილეებიც ჰყავდა. პრესრელიზის თანახმად, საქმე მსხვილ დანაშაულებრივ ჯგუფს ეხებოდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი