Bloomberg-ი: Facebook-ი PayPal-ის პერსონალთან თანამშრომლობს

0
1468

Facebook-ი PayPal-ის პერსონალთან თანამშრომლობს, რათა შექმნას საკუთარი ციფრული ვალუტა.

ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

მედიაში უკვე არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ Facebook-ი საკუთარი კრიპტოვალუტის შექმნას გეგმავდა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სოციალური ქსელის დამფუძნებელი ან სხვა წარმომადგენლები ამის შესახებ კომენტარს არ აკეთებენ.

ასევე Bloomberg-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომ Facebook-ის ციფრული ვალუტა წლის ბოლომდე შეიქმნება.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ შარშან კომპანია Blockchain გუნდისთვის პერსონალს კრებდა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ამერიკულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის პროფესორი კრისტიან ქეთელინი შვებულებაშია. თუმცა ის Facebook-ის კრიპტოვალუტის შექმნაზე მუშაობდა.

კრისტიან ქეთელინი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მკვლევარია ციფრული ეკონომიკის სფეროში. მან ცოტა ხნის წინ დაწერა კვლევა ტორონტოს უნივერსიტეტის პროფესორ ჯოშუა გენსთან ერთად თავდაპირველი მონეტა შეთავაზების (ICO-ს) შესახებ.

ერთი თვის წინ კი ასევე Bloomberg-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტექ.-ინვესტორი ტიმ დრეიპერი Facebook-ის ხელმძღვანელებთან შეხვედრას კრიპტოვალუტასთან და სოციალურ მედიასთან დაკავშირებით გეგმავდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი