Coinbase-ის აღმასრულებელი დირექტორი არგენტინასა და ბრაზილიას ბიტკოინის გამოყენებისკენ მოუწოდებს

0
717

როგორც ცნობილია, ბრაზილიამ და არგენტინამ დაიწყეს მოსამზადებელი სამუშაოები პოტენციური საერთო ვალუტის შესაქმნელად.

Coinbase-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბრაიან არმსტრონგმა, კი განაცხადა, რომ უმჯობესი იქნება, თუ ორივე ქვეყანა ბიტკოინზე გადავა.

ამ იდეამ კი, რა თქმა უნდა, დისკუსია გამოიწვია.

რამდენიმე დღის წინ სამხრეთ ამერიკის ორმა ქვეყანამ განაცხადა, რომ იწყებენ მზადებას საერთო ვალუტის შესაქმნელად, რომელიც თანაბრად იქნებოდა არგენტინულ პესოსთან და ბრაზილიურ რეალთან დაკავშიერებული.

იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული იდეა წარმატებას მიაღწევს, მაშინ ეს იქნება სიდიდით მეორე სავალუტო ბლოკი მსოფლიოში.

ახალი ამბების გავრცელების შემდეგ, არმსტრონგმა “ტვიტერის” გვერდზე შეკითხვა დასვა. მას აინტერესებდა განიხილავდა თუ არა ორი ქვეყანა ბიტკოინის მიღებას და იქვე დასძინა, რომ ეს ნაბიჯი იქნებოდა სწორი გრძელვადიანი ინვესტიცია.

Global Macro Investor-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი რაულ პალი ამ იდეას ეწინააღმდეგებოდა.

პალის აზრით, ეროვნული ვალუტის ქონა, რომელიც ბიზნეს ციკლის ქვედა ნაწილში 65%-ით იკლებს და ზედა ციკლში 10-ჯერ იზრდება იდეალური არ არის.

აღმასრულებელმა ხელისუფლებამ აღნიშნა, რომ ამ სიტუაციაში ბიზნესს გაუჭირდება მომავლის პროგნოზირება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი