Coinbase-ი ახალ პლატფორმას ქმნის

0
508

სან–ფრანცისკოში დაფუძნებულმა კრიპტოვალუტის ბირჟამ, Coinbase–მა ახალი პლატფორმის შექმნის შესახებ განაცხადა. პლატფორმის მიზანია ემიტენტების დახმარება და მომსახურეობის სწრაფად, უსაფრთხოდ და ხარისხიანად მიღება.

პლატფორმა, რომელიც გასულ ხუთშაბათს დაინერგა, შეინარჩუნებს შეფასების მყარ პროცესს, რათა უზრუნველყოს ყველა აქტივის მიერ Coinbase– ის სამართლებრივი და უსაფრთხოების შესაბამისი მოთხოვნის დაკმაყოფილება.

კლიენტებს შეუძლია Asset Hub–ის ოფიციალური განაცხადი შეავსონ. აპლიკაცია ითხოვს აქტივის სახელწოდების დასახელებას და კლიენტისგან პროდუქტის შესახებ რამდენიმე კითხვაზე პასუხს. შემდეგ განცხადება მუშავდება და განხილვის პროცესში გადადის.

დაახლოებით ერთი კვირის წინ მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ კრიპტოვალუტის უდიდესმა ბირჟა Coinbase–მა Routefire-ის პლატფორმა შეიძინა.

Routefire-მა შექმნა პროდუქტი, რომელიც ტრეიდერებს საშუალებას აძლევს ავტომატურად მოძებნონ ლიკვიდურობის მრავალი წყარო, რათა იპოვონ ყველაზე ხელსაყრელი განაკვეთები როგორც ფასებზე, ასევე გადასახადებზე.

ამ ნაბიჯის შემდეგ, Routefire-ის გუნდი Coinbase-ისთვის ინსტრუმენტებისა და მომსახურების პაკეტს შეიმუშავებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი