Alibaba-ს დამფუძნებელი საჯარო სივრცეში გამოჩნდა

0
1143

ჩინეთის ელექტრონული კომერციული ჯგუფის Alibaba-ს დამფუძნებელი, ჯეკ მა სამთვიანი გაუჩინარების შემდეგ გამოჩნდა.

მან ჟურნალისტებთან ინფორმაცია დაადასტურა, რომ ის 20 იანვარს მონაწილეობდა სკოლის მოსწავლეების ყოველწლიური ინიციატივის ონლაინ ცერემონიალში. ვიდეოს გავრცელების შემდეგ ჯეკ მას ფონდის აქციები მომენტალურად 9%-ით გაიზარდა.

მანამდე ინვესტორთა ნაწილი ჩინეთის მთავრობას მოუწოდებდა AliPay–ს მიმართ კონტროლი გაეძლიერებინა. უნდა აღინიშნოს, რომ AliPay მოქალაქეთა 70%–ზე მეტის მომსახურებას უზრუნველყოფს.

სამთვიანი გაუჩინარების პერიოდში პრობლემები შეექმნა Alibaba Group-ის შვილობილ კომპანიას, Ant Financial-საც. პრობლემების შექმნას ანალიტიკოსები სწორედ ჯეკ მას გაუჩინარებს მიაწერდნენ. თუმცა, როგორც კი, ჯეკ მა საჯარო სივრცეში გამოჩნდა მაშინვე მკაცრად გააკრიტიკა ფინანსური მარეგულირებელები და ჩინეთის საბანკო სექტორი.

ზაფხულში მედიით გავრცელდა ინფორმაცია რომლის თანახმად, ჩინეთის უმსხვილესმა საპორტო ოპერატორმა, China Merchants Port-მა მიაღწია შეთანხმებას ელექტრონული კომერციის გიგანტთან, Alibaba Group- თან და მისი შვილობილ კომპანია Ant Financial-თან. ამ გარიგებამ კომპანიებს საშუალება მისცა Blockchain-ზე დაფუძნებული პლატფორმა შექმნილიყო, რომელმაც მიზნად დაისახა სხვადასხვა ტიპის გარიგება.

ადგილობრივი მედიის ცნობით, პლატფორმა საშუალებას აძლევს მყიდველებს, გამყიდველებს, ლოჯისტიკურ კომპანიებს, ბანკებს, საბაჟო და საგადასახადო მოხელეებს განახორციელონ უკონტაქტო, ციფრული ექსპორტისა და იმპორტის ოპერაციები.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი