Coinbase-ი მომხმარებელს ახალ სერვისს სთავაზობს

    ამერიკულ კრიპტოვალუტის სავაჭრო ბირჟას Coinbase-ს მომხმარებელისთვის ახალი შეთავაზება აქვს.

    კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Coinbase-ის მომხმარებლებს საშუალება ექნებათ საკუთარ ანგარიშზე არსებული კრიპტოვალუტები სხვადასხვა ბრენდის ელექტრონულ სასაჩუქრე ბარათებში გადაცვალონ.

    ასეთ ბრენდებს შორის არის: Tesco, Uber-ი, Nike და ა.შ. ამ კომპანიების პროდუქციის შესაძენად თავდაპირველად მომსახურება ევროპის 5 ქვეყანასა და ავსტრალიაში იქნება ხელმისაწვდომი, თუმცა მოგვინებით მისი დანერგვა სხვა ქვეყნის ბაზრებზეც იგეგმება.

    უნდა აღინიშნოს, რომ არსებული სიახლე მხოლოდ ოთხ კრიპტოვალუტას შეეხება, ესენია: ბიტკოინი, ეთერიუმი, ბიტკოინ cash-ი და ლაიტკოინი.

    ამასთანავე, შეგახსენებთ, რომ გასულ თვეს სავაჭრო პლატფორმას 5 ახალი კრიპტოვალუტა: კარდანო, Basic Attention Token-ი, Stellar Lumens-ი, Zcash-ი, 0x-ი დაემატა.

    გარდა ამისა, Coinbase-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ბირჟა მოლაპარაკებას აწარმოებდა ადგილობრივ ბანკებთან და მარეგულირებლებთან, რათა ახლადდამატებულ აქტივებს საბანკო სფეროსთვისაც ლეგალური სტატუსი ჰქონოდა.

    Leave a Reply

    Your email address will not be published. Required fields are marked *