Coinbase-ის აპლიკაცია კლიენტებისთვის კრიპტო პოლიტიკის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ითვალისწინებს

0
855

Coinbase-ის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ბრაიან არმსტრონგმა, განაცხადა, რომ კომპანიის გეგმები, რომელიც არსებული კრიპტოპოლიტიკის ინტეგრირებას ითვალისწინებს უკვე მათ აპლიკაციაშია.

აღმასრულებელი დირექტორის თქმით, ეს დაეხმარება კომპანიის 103 მილიონ ვერიფიცირებულ მომხმარებელს იცოდეს, რა პოზიციაზე და აზრზე დგანან მათი ადგილობრივი პოლიტიკური ლიდერები და წარმომადგენლები, როდესაც საქმე კრიპტოვალუტას ეხება.

Coinbase დაეყრდნობა Crypto Action Network-ის მიერ შედგენილ ზოგიერთ მონაცემს, მათ შორის 501(c)(4)-ს, რომელიც კრიპტოვალუტის ზრდისა და უსაფრთხოების ხელშეწყობას ეძღვნება.

უფრო კონკრეტულად, Coinbase-ი – Crypto Action Network-ის მიერ შედგენილ ქულების ბარათს გამოიყენებს, რომელიც კონგრესის თითოეულ წევრს კრიპტოპოლიტიკის მიმართ მათი პოზიციის მიხედვით აფასებს, რომელიც, თავის მხრივ, დაყრდნობილია აღნიშული ინტერესის ობიექტების მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების, გამოქვეყნებული წერილების და ქმედებების შეინაარსზე. შეფასების სისტემა მერყეობს “A”-დან “F”-მდე.

ბრაიან არმსტრონგმა ასევე ისაუბრა კომპანიის გაფართოვების საკითხზეც და აღნიშნა, რომ მონაცემთა მოძიება, ანალიზი და დამატება მუდმივად მიმდინარეობს შესაბამისი ჯგუფების მიერ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი