ფინანსური საკონსულტაციო ფირმა: 2021 წლისთვის ბიტკოინის ფასი 20.000 დოლარი იქნება

0
788

ფინანსური საკონსულტაციო ფირმა Canaccord Genuity-ს პროგნოზით, 2021 წლისთვის ბიტკოინის ფასი 20.000 დოლარი იქნება.

ეს პროგნოზი ეფუძნება 2011-2015 და 2015-2019 წლების განმავლობაში ბიტკოინის ოთხწლიანი ფასიანი ციკლის მჭიდრო მსგავსებას. ეს კი ნიშნავს, რომ ამ პერიოდის განმავლვლობაში ბიტკოინის კურსის კლება ან ზრდა გარკვეულ კანონზომიერებას ემორჩილებოდა.

აქედან გამომდინარე, ფინანსური საკონსულტაციო ფირმის ანალიტიკოსები პროგნოზირებენ, რომ დაახლოებით 3 წელში ბიტკოინის ფასი იმდენივე იქნება, რაც 2017 წლის დეკემბერში იყო.

ბიტკოინის ფასთან დაკავშირებით Galaxy Digital-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკლ ნოვოგრაციმ ამ კვირაში ახალი განცხადება გაავრცელა. ნოვოგრაცის თქმით, რომ 2020 წლის ბოლოს ბიტკოინის ფასი 20.000 დოლარს გადააჭარბებს.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ Galaxy Digital-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა არ დააკონკრეტა კონკრეტული არგუმენტები, თუ რის საფუძველზე აკეთებდა ამ განცხადებას.

თუმცა, ის ფაქტიც აღსანიშნავია, რომ ბიტკოინის ფასის ზრდა სხვა კრიპტოვალუტებისთვის დადებითი ნიშანია. ეს კი ნიშნავს, რომ ბიტკოინის კურსის ზრდასთან ერთად ალტკოინების ფასებიც იმატებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი