სტამბულში Blockchain-ის კვლევითი ცენტრი გაიხსნა

0
2536

თურქეთში პირველი საუნივერსიტეტო დონის Blockchain-ის ცენტრი გაიხსნა, რომლის მიზანია ქვეყანაში ამაღლდეს ცნობიერება Blockchain ტექნოლოგისთან დაკავშირებით და ასევე მოხდეს Blockchain-ის დანერგვა სხვადასხვა სფეროებში.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო გამოშვებები ავრცელებენ.

სტამბულის Blockchain-ისა და ინოვაციის ცენტრი ბაჰცეშეჰირის უნივერსიტეტში გაიხსნა. ცენტრის დირექტორის ბორა ერდამარის განცხადებით, Blockchain-ისა და ინოვაციის ცენტრი ქვეყანაში ყველაზე მნიშვნელოვანი ცენტრია კვლევისა და განვითარების კუთხით, სადაც Blockchain ტექნოლოგიის შესახებ სამეცნიერო კვლევები და პუბლიკაციებიც მომზადდება.

ცენტრის დირექტორის განცხადებით, თურქეთს შეიძლება ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ ამ ტექნოლოგიის განვითარებაში ერთ-ერთი ლიდერი გახდეს. მან ასევე ხაზი გაუსვა სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, ბიზნესთან და სამთავრობო დაწესებულებებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას, რათა მოხდეს შესაბამისი კვლევების ჩატარება და Blockchain ტექნოლოგიის სხვადასხვა მიმართულებით გამოყენების დაგეგმვა.

ბორა ერდამარმა ასევე აღნიშნა, რომ თურქეთი ძალისხმევას არ იშურებს ციფრული ტრანსფორმაციის კუთხით, რათა მსოფლიოს დანარჩენ ქვეყნებს არ ჩამორჩეს.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა უნივერსიტეტმა სტუდენტებისთვის Blockchain ტექნოლოგიის, “ჭკვიანი კონტრაქტების” და კრიპტოვალუტის შესახებ ლექციების ჩატარება უკვე დაიწყეს.

ამასთანავე, სტენფორდის უნივერსიტეტმა ჩამოაყალიბა Blockchain-ის კვლევის ცენტრი. ხოლო ბრაზილიის უნივერსიტეტმა Fundação Getúlio Vargas-მა კრიპტოვალუტის შესახებ სამაგისტრო პროგრამაზე მიღება უკვე დაიწყო.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი