მალტის ბანკები Blockchain კომპანიებს ანგარიშის გახსნაზე უარს ეუბნებიან

0
453

მალტის Blockchain კომპანიები საბანკო ანგარიშების გახსნას ითხოვენ.

ამის შესახებ ინფორმაციას Times of Malta ავრცელებს.

მედია საშუალება დაუკავშირდა რამდენიმე იურიდიულ ფირმასა და ფინანსურ კომპანიას, რომლებმაც დაადასტურეს, რომ ბანკები ანგარიშის გახსნაზე უარს აცხადებენ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბანკის წარმომადგენლები კომპანიებს მხოლოდ ერთადერთ მიზეზს უსახელებენ, რომელსაც “მაღალი რისკის შემცველობას” უწოდებენ.

როგორც აღმოჩნდა, მალტის საბანკო სფერო Blockchain და კრიპტო კომპანიებს ერთმანეთისგან არ ანსხვავებს და ორივეს რისკის შემცველ საქმიანობად მიიჩნევს.

ამასთან დაკავშირებით ქვეყნის ფინანსური მომსახურების საპარლამენტო მდივანმა სილვიო შემბრიმ განაცხადა, რომ ზოგიერთმა ბანკმა სურვილი გამოთქვა Blockchain კომპანიებისთვის ანგარიშის გახსნის, თუმცა არა კრიპტოვალუტის ფირმებისთვის.

“ზოგადად, როდესაც ციფრული ვალუტის ოპერატორს ბანკში ანგარიშის გახსნა სურს, ბანკი ამ დროს მარეგულირებლისგან ელოდება ლიცენზირების დასტურს. მხოლოდ ამის შემდეგ იხსენება ანგარიში, რაც გასაგებია”,- განმარტა ფინანსური მომსახურების საპარლამენტო მდივანმა.

სილვიო შემბრიმ იქვე აღნიშნა, რომ საჭიროა Blockchain და კრიპტო კომპანიებს შორის განსხვავების დანახვა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი