ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი: Blockchain-ის განვითარებას ევროკავშირმა ხელი უნდა შეუწყოს

0
1694

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ანდრას ანსიპმა ცოტა ხნის წინ მოუწოდა ევროპას, რომ Blockchain-ის საშუალებით მთელ მსოფლიოში ციფრული ინოვაციების ლიდერი გახდეს.

ანდრას ანსიპმა ევროკომისიას ასევე, მოუწოდა, რომ ევროპულ ტექ-სექტორს პოლიტიკურად და ფინანსურადაც მხარი დაუჭიროს. ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირმა ხელი უნდა შეუწყოს მზარდ Blockchain ტექნოლოგიის სექტორს.

“ხელოვნური ინტელექტი და Blockchain-ი არის ის, რომლის განვითარებაშიც ევროპა წამყვან როლს ითამაშებს. თუმცა, საიდუმლო არ არის, რომ ჩვენ ინვესტიცია გვესაჭიროება, როგორც პოლიტიკურად, ისე ფინანსურად. არსებობს გარკვეული საფუძველი, რომ “სხვებსაც” აქვთ ლიდერობის ამბიცია. ამ მხირვ, დანარჩენი კონტინენტებიც საკმაოდ სწრაფად მოძრაობენ”,- აცხადებს ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი.

ანდრას ანსიპმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერის მნიშვნელობას და განაცხადა, რომ ტექნოლოგიურ განვითარებას სწორი პირობები და ინფრასტრუქტურა სჭირდება.

“ციფრულმა ბაზრმა ხალხისა და ბიზნესისთვის, რომ იმუშავოს საჭიროა ციფრული პრიორიტეტების წინსვლა, რათა დავრწმუნდეთ, რომ ევროპა არის მსოფლიოში ციფრული ლიდერი: ჩვენ გვჭირდება დიდი ფული”, – აღნიშნა ანდრას ანსიპმა.

შეგახსენებთ, რომ მარტში, ევროკომისიამ გაამჟღავნა თავისი გეგმები, რომელიც fintech-ს, Blockchain-სა და crowdfunding-ის რეგულაციას ეხებოდა.

ცოტა უფრო ადრე, პირველ თებერვალს ევროკომისიამ განაცხადა, რომ ევროკავშირის Blockchain ობსერვატორიასა და ფორუმს ქმნიდა, რომლის მიზანია ლეჯერ ტექნოლოგიის გამოყენება და, რომლის ერთ-ერთი სახეობაც არის Blockchain-ი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი