დუბაი Blockchain ტექნოლოგიაზე დაფუძნებულ მონაცემთა შემოწმების სისტემას განავითარებს

0
576

დუბაის საერთაშორისო ფინანსურ ცენტრს, Mashreq Bank-სა და fintech კომპანია Norbloc-ს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. პარტნიორობა მიზნად ისახავს 2020 წლისთვის Blockchain-ზე დაფუძნებული შემოწმების სისტემის, “იცნობდე შენს მომხმარებელს”, შესახებ ინფორმაციის გაზიარებას.

პროექტი დუბაიში 2020 წლის პირველ ნახევარში უნდა დაიწყოს. ამ ეტაპზე, როგორც ცნობილია, პროგრამა შექმნის ერთ ციფრულ ჩანაწერს, რომელიც შემდგომში შეიძლება გადამოწმდეს ელექტრონული პირადობის მოწმობით.

ეს კი მომხმარებელს საშუალებას მისცემს სურვილის შემთხვევაში თავის მონაცემებზე წვდომა მისცეს სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს ყველაფერი რომელიმე მესამე მხარის დახმარების გარეშე, სრული კონფიდენციალურობის დაცვით მოხდება.

აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს დუბაი Blockchain ტექნოლოგიის მიმართ საკმაოდ პოზიტიური დამოკიდებულებით გამოირჩევა.

ჯერ კიდევ შარშან, დუბაის სახელმწიფო საფინანსო დეპარტამენტმა Smart Dubai Office-თან პარტნიორობა დაიწყო. პარტნიორობის მიზანს Blockchain ტექნოლოგიის დახმარებით გადახდის სისტემის დანერგვა წარმოადგენდა.

ახალმა პლატფორმამ, სახელწოდებით “გადახდა, ანგარიშების შეთანხმება და განახლება”, ოპერირება ოფიციალურად 2018 წლის 23 სექტემბერს დაიწყო.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სისტემა ძირითადად მიმართული იყო სამთავრობო სუბიექტების მიმართ, როგორიცაა დუბაის პოლიცია, საავტომობილო გზების და ტრანსპორტის სააგენტო, დუბაის ჯანდაცვის ორგანო და ა.შ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი