გერმანიის მთავრობა Blockchain ინდუსტრიის განვითარებას ხელს შეუწყობს

0
500

გერმანია Blockchain ინდუსტრიის განვითარებისთვის შესაფერისი გარემოს შექმნას იწყებს. როგორც გერმანიის მთავრობის განცხადებაშია აღნიშნული, სახელმწიფო მაქსიმალურად ხელს შეუწყობს ახალი ინდუსტრიული ინიციატივების წამოწყებას.

გერმანულმა კრიპტო საინვესტიციო სტარტაპმა, Neufund-მა ლიხტენშტეინში განხორციელებული წარმატებული პროექტის შემდეგ Blockchain-ზე დაფუძნებული საზოგადოებრივი შეთავაზების პლატფორმა შექმნა.

ლიხტენშტეინში განხორციელებული პროექტი კი, საფინანსო სფეროს უკავშირდებოდა. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ პლატფორმა გერმანიაშიც დაიწყებს ოპერირებას და მთავრობა ზედამხედველის ფუნქციას შეასრულებს.

ცოტა ხნის წინ, ევროპულმა საინვესტიციო კომპანიამ, Peakside Capital Advisors-მა Blockchain ტექნოლოგიაზე უძრავი ქონების ფონდი დააფუძნა. ფონდი გერმანული ბაზრისთვის შეიქმნა.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის მარტში პროგრამა სატესტო რეჟიმში უკვე მუშაობდა.

კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზში Peakside-ის დამფუძნებელმა პარტნიორმა, შტეფან აუმანმა განაცხადა, რომ კომპანია ცდილობს გამოიყენოს ციფრული ტექნოლოგიის მიღწევები, რათა უფრო გაიზარდოს უძრავი ქონების სექტორის უსაფრთხოება.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ გერმანიის გარდა, უძრავი ქონების სექტორში Blockchain ტექნოლოგიის გამოყენება უკვე გავრცელებული პრაქტიკაა ამერიკის შეერთებულ შტატებში.

2018 წლის იანვრიდან ვერმონტის შტატში უძრავი ქონების შეძენა-გაყიდვის მიზნით Blockchain ტექნოლოგიას იყენებენ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი