გერმანიის უძრავი ქონების სექტორი Blockchain ტექნოლოგიას გამოიყენებს

0
512

ევროპულმა საინვესტიციო კომპანიამ, Peakside Capital Advisors-მა Blockchain ტექნოლოგიაზე უძრავი ქონების ფონდი დააფუძნა. ფონდი გერმანული ბაზრისთვის შეიქმნა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის მარტში პროგრამა სატესტო რეჟიმში უკვე მუშაობდა.

კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზში Peakside-ის დამფუძნებელმა პარტნიორმა, შტეფან აუმანმა განაცხადა, რომ კომპანია ცდილობს გამოიყენოს ციფრული ტექნოლოგიის მიღწევები, რათა უფრო გაიზარდოს უძრავი ქონების სექტორის უსაფრთხოება.

გერმანიის გარდა, უძრავი ქონების სექტორში Blockchain ტექნოლოგიის გამოყენება უკვე გავრცელებული პრაქტიკაა ამერიკის შეერთებულ შტატებში.

2018 წლის იანვრიდან ვერმონტის შტატში უძრავი ქონების შეძენა-გაყიდვის მიზნით Blockchain ტექნოლოგიას იყენებენ.

მანამდე კი, 2015 წელს, ვერმონტის შტატმა მიიღო ეკონომიკის განვითარებასთან დაკავშირებული კანონი, სადაც ცალკე აღნიშნული იყო Blockchain-ის ტექნოლოგია. კანონი ითვალისწინებდა მთავრობის მიერ Blockchain-ის გამოყენებას ისეთ საკითხებში როგორიცაა, სამთავრობი სტრუქტურების მიერ არსებული ჩანაწერების გადამოწმება-კონტროლი და “ჭკვიანი კონტრაქტების” გამოყენება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი