ანალიტიკოსები: ეკონომიკურ სამართლიანობას Blockchain-ი არ სჭირდება

0
674

აშშ-ს ზოგიერთი სენატორისა და მათი მხარდამჭერის აზრით, მოქალაქეთა გადახდისუნარიანობას არ საჭიროებს შემოვლითი გზების ძიება.

ისინი Blockchain ტექნოლოგიის შესახებ საუბრობენ.

Forbes-ის ბოლოდროინდელ ინტერვიუში, სენატის რამდენიმე წევრმა, ალექსანდრა ოკასიო-კორტეზიმ, რაშიდა ტლაიბიმ და აიანა პრესლიმ თავიანთი ნეგატიური დამოკიდებულება Blockchain ტექნოლოგიის მიმართ ნათლად გამოხატეს.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს პირები ეკონომიკურ საკითხებში მრჩეველების დონეზე მუშაობენ.

ამასთანავე, ეკონომიკური პოლიტიკის მრჩევლები, ციფრული დოლარის საკითხის გადაწყვეტაში მონაწილეობდნენ.

ვალუტის გაციფრულება 2021 წლისთვის შემოთავაზებული იყო, როგორც საზოგადოების სტიმულირების გზა გადასახადების გადახდის საკითხში.

”Blockchain ტექნოლოგიის გარშემო დიდი აჟიოტაჟია ატეხილი ძირითადად, იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც ფიქრობენ მის კერძო სექტორში გამოყენებაზე. როდესაც საქმე ეხება საჯაროდ ადმინისტრირებულ ციფრულ გადასახადებს, ეს საკითხი ბევრად უფრო პრიორიტეტულია”,-აღნიშნული იყო განცხადებაში.

ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ ანალიტიკოსების ნაწილი ციფრული დოლარის გამოშვებას COVID-19 პანდემიის ფონზე პოზიტიურად აფასებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი