ავსტრალიის ფასიანი ქაღალდების ბირჟა Blockchain ტექნოლოგიას დანერგავს

0
1196

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ავსტრალიის ფასიანი ქაღალდების ბირჟა სისტემაში Blockchain ტექნოლოგიას დანერგავს.

პანდემიის ფონზე უსაზღვროდ გაზრდილი სავაჭრო მოცულობის გამო ავსტრალიიის საფონდო კოპანია არსებულ სისტემას Blockchain-ზე დაფუძნებული სისტემით ჩაანაცვლებს.

აღნიშული ცვლილება 2022 წლის ბოლოს იყო დაგეგმილი, მაგრმა პანდემიამ მოვლენები შეცვალა.

როგორც ცნობილი გახდა, Blockchain სისტემის ტესტირება დეკემბერში დაიწყება.

ყოველწლიურ შეხვდრაზე ASX–ის აღმასრულებელმა დირექტორმა, დომინიკ სტივენსმა აქციონერებს განუცხადა, რომ ისინი გეგმაზომიერი DLT სისტემის სიმძლავრის გასამმაგებას ცდილობდნენ, რაც მარტის დასაწყისში ვაჭრობის მოცულობამ გამოიწვია.

მან ასევე აღნიშნა, რომ კომპანია შეისწავლის, თუ რამდენადაა საჭირო ვადების გახანგრძლივება, რათა შეიქმნას სათანადო სისტემა, რომელიც მომხმარებელთა აქტიურობის შემთხვევაში ყველა მოთხოვნას შეფერხებების გარეშე დააკმაყოფილებს.

ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ASX მუშაობს CHESS–ის შეცვლაზე, რაც არაერთხელ კამათის საგანი გამხდარა.

გასულ წელს CHESS Replacement Stakeholder Group-მა, ფინანსური ბაზრის ფირმების ჯგუფმა, რომელიც 6 მილიონზე მეტი ინვესტორისგან შედგა, შეშფოთება გამოთქვა ASX-ის “მონიპოლისტურ სურვილებთან” დაკავშირებით.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი