ავსტრალიის უნივერსიტეტთან ერთად რიპლი საგანმანათლებლო პროგრამაზე მუშაობს

0
705

ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტის იურიდიული სკოლა მომავალ წელს თავის სამაგისტრო პროგრამაში ორ ახალ კურსს დაამატებს. კურსის მიზანი იქნება იურიდიულ სფეროში Blockchain ტექნოლოგიის გავლენა გამოიკვლიოს.

კურსები შემუშავებულია რიპლის Blockchain Research Initiative-ის დახმარებით. ეს არის პროექტი, რომელიც გათვლილია უნივერსიტეტებში ინტეგრაციისკენ. პროგრამა გარდა Blockchain-ისა, ასევე იკვლევს კრიპტოვალუტის გავლენებსაც.

უნდა აღინიშნოს, რომ რიპლის მხრიდან უნივერსიტეტთან პარტნიორობის ეს პირველი შემთხვევა არ არის. ჯერ კიდევ ზაფხულში ტოკიოს კიოტოს უნივერსიტეტთან რიპლიმ პარტნიორობა დაიწყო. ეს პარტნიორობა Blockchain ტექნოლოგიის კვლევის ინიციატივის ნაწილი იყო.

რიპლის გლობალური ოპერაციების უფროსმა დირექტორმა, ემი იოშიკავამ აღნიშნა, რომ იაპონურ უნივერსიტეტს დიდი ინტერესი აქვს Blockchain ტექნოლოგიის მიმართ.

“იაპონია კრიპტო ინდუსტრიასა და Blockchain ტექნოლოგიის მიმართულებით სწრაფად ხდება წამყვანი ძალა. რეგიონი ყოველთვის ფიქრობდა მიმდინარე სისტემის გაუმჯობესებაზე და ამისთვის საჭირო კვლევებს ატარებდა.

ჩვენ Blockchain ტექნოლოგიისა და ციფრული ვალუტების საკითხებთან დაკავშირებით დავინახეთ დიდი ინტერესი აკადემიური საზოგადოების მხრიდან. რიპლი მზად არის სტუდენტები ჩართოს და მოტივაცია მისცეს, რათა მათ სამომავლოდ სფეროში თავისუფლად შესძლონ თავის დამკვიდრება”,- განაცხადა რიპლის გლობალური ოპერაციების უფროსმა დირექტორმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი