Bittrex-ი სამხრეთ ამერიკასა და კარიბის ზღვის აუზში კრიპტობირჟას აფუძნებს

    ამერიკულმა ბირჟა Bittrex-მა განაცხადა, რომ ახალი კრიპტოვალუტის პლატფორმას ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის ქვეყნების მოქალაქეებისათვის დაარსებს.

    როგორც ცნობილია, ახალი ბირჟის სავაჭრო პროგრამა Bitrex-ის საშუალებით იმოქმედებს და მომხმარებლებს ამ რეგიონებში 200 ციფრულ აქტივზე ექნებათ წვდომა.

    მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Bittrex-ი საფინანსო კომპანია Cryptofacil-თან ითანამშრომლებს. ამ ორი კომპანიის თანამშრომლობა საშუალებას მისცემს ლათინურ ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის მოსახლეობას 200 კრიპტოვალუტით ისარგებლონ.

    ამ ეტაპზე კომპანიები სთავაზობენ დაინტერესებულ მოვაჭრეებს წინასწარი რეგისტრაციის გავლას. Cryptofacil- ის თანადამფუძნებელი ანდრეს სზაფრანი ამბობს, რომ გუნდი გეგმავს Bittrex-ის სავაჭრო პლატფორმის გამოცდილების გაზიარებას.

    “ჩვენ შევქმენით Cryptofacil-ი კლიენტების მოთხოვნით. მნიშვნელოვანია, რომ პლატფორმა ყველასთვის ხელმისაწვდომი და უსაფრთხო იყოს”,- აღნიშნა ანდრეს სზაფრანმა.

    “ჩვენი მიზანია, რომ ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზში მოღვაწე კრიპტოვალუტის ბირჟა კარგი რეპუტაციით სარგებლობდეს”,- იქვე დასძინა Cryptofacil- ის თანადამფუძნებელმა, ანდრეს სზაფრანმა.

    Leave a Reply

    Your email address will not be published. Required fields are marked *