ევროკავშირის ფინანსური მარეგულირებელი კრიპტოვალუტის მონიტორინგისთვის 1 მილიონ ევროს გამოჰყოფს
ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ვაჭრობის ორგანო ბიუჯეტიდან 1 მილიონ ევროს fintech-ისა და კრიპტოვალუტის მონიტორინგისთვის გამოჰყოფს. ფასიანი ქაღალდებისა და ვაჭრობის ორგანო 2011 წელს პარიზში დაარსდა. უწყება ევროკავშირის საერთო პრინციპებით ხელმძღვანელობს. მას ასევე ევალება ვაჭრობის საკითხებთან დაკავშირებული გეგმების შემუშავება და ბაზრის ზედამხედველობა. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ხელმძღვანელობამ სხვადასხვა სამრეწველო სფეროში ტექნიკური კომიტეტები შექმნა, მათ შორის ინფორმაციული ტექნოლოგიების დარგშიც….
